მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არის ინტერესი, საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილი - მარიამ ქვრივიშვილი
არის ინტერესი, საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილი - მარიამ ქვრივიშვილი

არის ინტერესი, საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილი - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 22:01|bm.ge

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არსებობს ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ის უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრთან, ლაზიზ კუდრატოვთან ერთად თანათავმჯდომარეობდა.

„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და საქართველომ კვლავ განაგრძოს, რომ შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარების კუთხით. საქართველოს რკინიგზაში ხდება უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციების განხორციელება და მისი მოდერნიზაცია, რათა საქართველომ მისი არსებული ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა 15 მილიონიდან 2029 წლამდე 29 მილიონ ტონამდე გაზარდოს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საქართველო-უზბეკეთის რიგით მე-11 მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია ძალიან ნაყოფიერი იყო და მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავების მიზნით.

„გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და შესაბამისად, კონკრეტული გეგმა. პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავების პერსპექტივები, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორში არსებულ პარტნიორობაზეც — აღინიშნა მისი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნების დაკავშირებადობისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე მეტი პირდაპირი რეისის დასამატებლად.

კომისიის სხდომა ერთობლივ პროტოკოლზე ხელმოწერით დასრულდა. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები. უზბეკეთის მხრიდან კი — ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ტრანსპორტის, საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სპეციალისტების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს 2026 წელს

სპეციალისტების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესს 2026 წელს

BM.GE

საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE

საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე შენიშვნები არ აქვს

საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე შენიშვნები არ აქვს

BM.GE

ირაკლი კობახიძე ვიეტნამის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიეტნამის პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE