მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ასეთი საცობები არასდროს მინახავს" - ილია თოფურია თბილისის საცობებზე
"ასეთი საცობები არასდროს მინახავს" - ილია თოფურია თბილისის საცობებზე

"ასეთი საცობები არასდროს მინახავს" - ილია თოფურია თბილისის საცობებზე

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 17:15|bm.ge

UFC-ის ქართველ მებრძოლს ილია თოფურიას თბილისში ყველაზე მეტად საცობები აწუხებს - ამის შესახებ მან La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ილია თოფურია UFC-ის „თეთრი სახლის“ ღონისძიების შემდეგ, სამშობლოს ერთ თვეზე მეტი ხნით ესტუმრა.“მსოფლიოში სად არ ვყოფილვარ და ასეთი საცობები არ მინახავს არასდროს. სტრესული პროცესია ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება როცა გიწევს. ადგილზე რომ მიხვალ რაღაც პასუხისმგებლობები გაქვს, რაღაცა უნდა გააკეთო, რაღაცა უნდა შეასრულო, მაგრამ ცალკე ის, რომ საცობში უნდა იდგე... მაგრამ ამავდროულად არც მინდა რომ ბევრი რაღაცა ვთქვა იმიტომ, რომ რეალურად არ ვარ ამ სისტემაში, არ ვცხოვრობ აქ და ბევრი რაღაცა ანუ არ მესმის, რა თქმა უნდა, რომ ყოველთვის თუ გინდა, რომ რაღაცა უარყოფითი ნახო დაინახავ, ყოველთვის დაინახავ, მაგრამ პირადად მე რასაც აუცილებლად შევცვლიდი საცობებია იმისთვის, რომ მოქალაქეების ენერგია და დრო დაზოგონ. ზოგადად თბილისში მიმდინარე ძალიან ბევრი მშენებლობა იმაზე მიუთითებს, რომ უფრო მეტი მანქანაც იქნება, უფრო მეტი საცობიც და ანუ დიდი სიამოვნებით გადავხედავდი თვითონ ქალაქის პროექტს, როგორ აქვთ ეს ყველაფერი დაპროგრამებული იმისთვის, რომ დავუშვათ დღეს 2026 წელს წელში ვართ, მაგრამ 2030 წელს რა გვექნება და როგორ განვითარდება ეს მთლიანი ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა ილია თოფურიამ.

ქართველმა მებრძოლმა თბილისის მოძრაობა ესპანურსაც შეადარა და იმ უპირატესობებს გაუსვა ხაზი, რომელსაც დასავლეთ ევროპაში ვხვდებით:

“თბილისს ისეთი პრობლემა აქვს, რომ ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა გინდოდეს წასვლა, ქალაქში უნდა გაიარო, არა აქვს გარედან ეს მთლიანი სისტემა. დავუშვათ, როგორც ესპანეთშია ასეთი ავტობანების სისტემა და ქალაქის ყველა პუნქტში თავისი შესასვლელები აქვს და ასე ანაწილებენ მანქანების მოძრაობას. ამის ნახვა იქნებოდა ჩემთვის ძალიან საინტერესო, თორემ ისე ხომ იცი ქალაქი შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, ყველაფერი ძალიან მაგარი გქონდეს, მაგრამ თუ დაისტრესე რა ვიცი”, - აღნიშნა UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ოქტაგონზე დაბრუნებას 2027 წლის გაზაფხულისთვის აპირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეტვ პირველი
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
  • თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავესფორმულა
თბილისში →

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE