მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური პროექტები ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას" - კობახიძე "თეგეტას" რეგიონულ ჰაბზე
"ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური პროექტები ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას" - კობახიძე "თეგეტას" რეგიონულ ჰაბზე

"ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური პროექტები ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას" - კობახიძე "თეგეტას" რეგიონულ ჰაბზე

BM.GE16 ივლისი, 2026, 15:31|bm.ge

"ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "თეგეტა მოტორსის" რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ.

„მიხარია, რომ დღეს ამ შთამბეჭდავ კომპლექსში ვიმყოფები. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და, რა თქმა უნდა, ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიციაა მასში განხორციელებული და ასეთი მასშტაბური პროექტი ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური პლატფორმა, რომელიც თავისი სტანდარტებით სცილდება შიდასახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე ამიერკავკასიაში, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ ადგილზე, რაც, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. ჩვენ გვიხარია, რომ ბიზნესი დღეს თავად აწესებს განვითარების ახალ, უმაღლეს თამასას და ამ კუთხით „თეგეტა ჰოლდინგი“ არის ნამდვილად გამორჩეული.

დასაფასებელია ასევე კომპანიის მიდგომა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოებისადმი. სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე, უსაფრთხო სტანდარტები აჩვენებს, რომ ჩვენი ლოგისტიკური დერეფანი არამხოლოდ სწრაფი და ეფექტური, არამედ ცივილიზებული და მდგრადიც არის. სახელმწიფოსთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა არის პრიორიტეტი, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელს, ბატონ თემურს, მადლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ეს ბიზნესინიციატივა ძალიან დიდი წარმატებით შედგა და განხორციელდა. მსგავსი მასშტაბური პროექტები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიაიმედი
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

BM.GE

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

BM.GE

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

BM.GE

ნინო ხარატიშვილს "ვინფრიდის პრემია" 13 სექტემბერს გადაეცემა

ნინო ხარატიშვილს "ვინფრიდის პრემია" 13 სექტემბერს გადაეცემა

BM.GE