მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას
ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

BM.GE30 აგვისტო, 2026, 16:39|bm.ge

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ისლანდიაში რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების თაობაზე გუშინ გაიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის RÚV-ის ცნობით, შაბათის რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, „არა“-ს მომხრეებმა 52.5 პროცენტით უპირატესობა დაამყარეს, „დიახ“-ს კი მხოლოდ 47.5%-მა მისცა ხმა. ამ ეტაპზე ხმების მხოლოდ მინიმალური რაოდენობაა დასათვლელი.

აღსანიშნავია, რომ ისლანდიის პრემიერ-მინისტრის კრისტრუნ ფროსტადოტირის მემარცხენე-ცენტრისტულმა მთავრობამ რამდენიმე წლის წინ რეფერენდუმის 2027 წელს ჩატარების პირობა დადო, თუმცა, შემდეგ პროცესი დაჩქარდა, ამის მიზეზი საერთაშორისო ზეწოლა გახდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის ყიდვასთან დაკავშირებული განცხადებები.

ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ბლოკში შესვლის შედეგად ისლანდიის თევზით მდიდარ წყლებზე ბრიუსელის კონტროლი გავრცელდებოდა. მომხრეები კი ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაძლოა ქვეყანაში მაღალი საპროცენტო განაკვეთების პრობლემა შეემსუბუქებინა.

ცნობისთვის, ისლანდიამ, სადაც დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2009 წელს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ გააკეთა, ვინაიდან ქვეყნის საბანკო სისტემა კრახის წინაშე იდგა. თავდაპირველად პროცესი პროგრესით მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2013 წელს ქვეყნის სათავეში ევროსკეპტიკურად განწყობილი მთავრობა მოვიდა, მოლაპარაკებები შეჩერდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

BM.GE

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

BM.GE

ნინო ხარატიშვილს "ვინფრიდის პრემია" 13 სექტემბერს გადაეცემა

ნინო ხარატიშვილს "ვინფრიდის პრემია" 13 სექტემბერს გადაეცემა

BM.GE

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების თაობაზე რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების თაობაზე რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან

BM.GE