მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?
საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

BM.GE30 აგვისტო, 2026, 17:40|bm.ge

საქსტატის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 731 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). როგორც საქსტატის მიმოხილვაშია აღნიშნული, ეს მაჩვენებელი 4.5 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა აჭარის ა/რ-სა (21.3 პროცენტი) და ქ. თბილისში (20.9 პროცენტი).

"სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2025 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 65.5 პროცენტს", - იტყობინება საქსტატი.

ამასთან, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაში. ხოლო 2025 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 964.6 ათას კვადრატულ მეტრს 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.8 პროცენტით მეტს შეადგენდა.

"2025 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 120.2 ათასი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით მეტია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6.1 პროცენტით გაიზარდა და 54.3 ათასი შეადგინა", - წერს საქსტატი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

BM.GE

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

BM.GE

ნინო ხარატიშვილს "ვინფრიდის პრემია" 13 სექტემბერს გადაეცემა

ნინო ხარატიშვილს "ვინფრიდის პრემია" 13 სექტემბერს გადაეცემა

BM.GE

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების თაობაზე რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების თაობაზე რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან

BM.GE