
საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი
BM.GE|bm.ge
საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი, ხოლო დაშავდა - 24.
როგორც RBK წერს, სტავროპოლის მხარეში, საქართველოდან მიმავალი ავტობუსი „კამაზის“ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
რუსეთის რეგიონული ავტოინსპექციის ცნობით, ავტობუსი კომპანია Setra-ს ეკუთვნოდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა უსაფრთხო სიჩქარე ვერ შეინარჩუნა და წინ მიმავალ „კამაზს“ შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში გადავარდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge