
რუსეთზე სანქციების შემსუბუქების მოლოდინმა ნავთობის გაიაფება გამოიწვია
აშშ-ის მიერ რუსული ენერგორესურსებისთვის სანქციების შესაძლო შემსუბუქების ფონზე, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასები შემცირდა.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი დღეს 2%-ით დაეცა და $108 შეადგინა, ხოლო ბარელი WTI-ის ღირებულება $101-მდე შემცირდა. რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი ამჟამად $111-მდე არის შემცირებული.
ფასების კლება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საგამონაკლისო უფლებამოსილების გამოყენებას უკავშირდება, რის საფუძველზეც რუსული საქონლისა და ენერგორესურსების მსხვილ მყიდველებს ახალი ტარიფები დროებით შეუჩერდათ.
მიუხედავად ფასების კლებისა, მიწოდების პერსპექტივას უკრაინის მიერ რუსულ ენერგოობიექტებზე განხორციელებული იერიშები და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ამასთან, ექსპერტების შეფასებით, რუსეთზე სანქციების შემსუბუქება ვერ დააკომპენსირებს ჰორმუზის სრუტის პარალიზებით გამოწვეულ დეფიციტს და ტრამპის ეს გადაწყვეტილება ნავთობს არსებითად ვერ გააიაფებს, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე 78%-ით არის გაძვირებული.
BM.GE
წყარო: bm.ge