მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ, გერმანია, რუსეთი - რომელი ქვეყნები დებენ საქართველოს განათლების სექტორში ინვესტიციებს?
აშშ, გერმანია, რუსეთი - რომელი ქვეყნები დებენ საქართველოს განათლების სექტორში ინვესტიციებს?

აშშ, გერმანია, რუსეთი - რომელი ქვეყნები დებენ საქართველოს განათლების სექტორში ინვესტიციებს?

BM.GE13 ივნისი, 2026, 03:45|bm.ge

2025 წელს ჯამურად საქართველოს განათლების სექტორში ჩადებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 11,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ სექტორში გასულ წელს FDI რამდენიმე ქვეყნიდან დაფიქსირდა. თუმცა ყველაზე მსხვილ ინვესტორებს შორის პირველ ადგილზე აშშ იყო. ხუთეულში კი გერმანია, თურქეთი, რუსეთი და გაერთიანებული სამეფო შევიდნენ.

შესაბამისი მონაცემები bm.ge-ს საქსტატიდან გამოითხოვა. ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, TOP-5 ინვესტორი ქვეყნებიდან განათლების სექტორში შემდეგი ოდენობის ინვესტიციები განხორციელდა 2025 წელს:

აშშ - 5,9 მლნ აშშ დოლარი

გერმანია - 3,2 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი - 1,4 მლნ აშშ დოლარი

რუსეთი - 221 100 აშშ დოლარი

გაერთიანებული სამეფო - 180 800 აშშ დოლარი

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს განათლების სექტორში 2025 წელთან შედარებით 6 მლნ აშშ დოლარით მეტის - 17,9 მლნ აშშ დოლარის FDI დაფიქსირდა. მთავარი ინვესტორი ქვეყნები მაშინაც თითქმის იგივე იყო.

ცნობისთვის, გასულ წელს FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი მოცულობის FDI საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, რაც 334 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები იურიდიულად დიდ ბრიტანეთში არიან დაფუძნებული და მათი ოპერაციები საქსტატის მიერ FDI-ის სახით აღირიცხება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სექტორების მიხედვით 607 მილიონი დოლარით პირველ პოზიციას სწორედ საფინანსო სექტორი იკავებს. განათლების სექტორი კი მეცხრე ადგილზე იყო.

სექტორები, რომლებშიც 2025 წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 607 მილიონი დოლარი, ზრდა 5%; • უძრავი ქონება — 185.7 მილიონი დოლარი, ზრდა 2%; • ტრანსპორტი — 166.1 მილიონი დოლარი, ზრდა 58%; • დამმუშავებელი მრეწველობა — 161.3 მილიონი დოლარი, კლება 12%; • ინფორმაცია და კომუნიკაცია — 115.2 მილიონი დოლარი, ზრდა 77%; • მშენებლობა — 95.7 მილიონი დოლარი, ზრდა 555%; • ვაჭრობა — 52.1 მილიონი დოლარი, კლება 68%; • ხელოვნება, გართობა და დასვენება — 49.7 მილიონი დოლარი, ზრდა 78%; • განათლება — 11.7 მილიონი დოლარი, კლება 35%; • სოფლის მეურნეობა — 4.2 მილიონი დოლარი, კლება 158%. • დანარჩენი სექტორები — 239.9 მილიონი დოლარი, ზრდა 1%;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 245 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
  • POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებსიმედი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE