მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 01:00|bm.ge

მიმდინარე წლის გაზაფხულზე აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 2.2%-ით გაიზარდა. როგორც ირკვევა, მეორე კვარტალის მშპ-ს ზრდის ტემპმა ანალიტიკოსების წინა, 1.5%-იან პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

მიუხედავად ამისა, დაფიქსირებული მაჩვენებელი პირველი კვარტალის 2.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მაინც ჩამოუვარდება.

ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება სამომხმარებლო დანახარჯების 0.9%-იანმა მატებამ განაპირობა. თავის მხრივ, ეს სეგმენტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ მესამედს შეადგენს.

პარალელურად, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დაფინანსების ხარჯზე კორპორაციული ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, რაც მშპ-ის ზრდას ხელს უწყობს.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, ეკონომისტები არსებული ტემპის ოდნავ შენელებას ვარაუდობენ. ეს ტენდენცია აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას უკავშირდება. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ბიზნესისა და მოსახლეობისთვის სესხების აღებას აძვირებს და ხარჯვას მნიშვნელოვნად აფერხებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი FED-ის საბჭოდან ჯერომ პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს

ტრამპი FED-ის საბჭოდან ჯერომ პაუელის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს

BM.GE

ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტს რეკორდული $3 მილიარდი შესწირა

ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტს რეკორდული $3 მილიარდი შესწირა

BM.GE

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელ ქუჩებზე შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება? - მერიის განცხადება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელ ქუჩებზე შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება? - მერიის განცხადება

BM.GE

პოლონეთმა მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა

პოლონეთმა მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა

BM.GE