მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის მხარდაჭერით, მამისონის უღელტეხილზე ახალი სასაზღვრო შენობა გაიხსნა
აშშ-ის მხარდაჭერით, მამისონის უღელტეხილზე ახალი სასაზღვრო შენობა გაიხსნა

აშშ-ის მხარდაჭერით, მამისონის უღელტეხილზე ახალი სასაზღვრო შენობა გაიხსნა

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 15:27|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის „მამისონის“ ახალი შენობა გახსნა.

ახალი სასაზღვრო სექტორი ზღვის დონიდან 1 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. მისი ინფრასტრუქტურა ადგილობრივი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით მოეწყო, რაც მესაზღვრეებს სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტიანად შესრულებისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის სათანადო პირობებს უქმნის.

პროექტი აშშ-ის ევროპის სარდლობის (EUCOM), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის (RSO) მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბერლინში 8 სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა | ღვინის ეროვნული სააგენტო

ბერლინში 8 სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა | ღვინის ეროვნული სააგენტო

BM.GE

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა გალელი სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა გალელი სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა

BM.GE

ხელისუფლება დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათებს კიდევ ერთხელ, ამჯერად 4 წლით ავადებს

ხელისუფლება დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათებს კიდევ ერთხელ, ამჯერად 4 წლით ავადებს

BM.GE

საქართველოდან ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს - შსს

საქართველოდან ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს - შსს

BM.GE