მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის მოსამართლემ სამუშაო ვიზებზე $100-ათასიანი მოსაკრებლის დაწესების შესახებ ტრამპის გეგმა დაბლოკა
აშშ-ის მოსამართლემ სამუშაო ვიზებზე $100-ათასიანი მოსაკრებლის დაწესების შესახებ ტრამპის გეგმა დაბლოკა

აშშ-ის მოსამართლემ სამუშაო ვიზებზე $100-ათასიანი მოსაკრებლის დაწესების შესახებ ტრამპის გეგმა დაბლოკა

BM.GE9 ივნისი, 2026, 20:21|bm.ge

შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა, რომელიც მაღალკვალიფიციური უცხოელი მუშაკების დასაქმების მსურველი დამსაქმებლებისთვის 100 000 დოლარის ოდენობის სავიზო მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწინებდა - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეს ზომა არაავტორიზებულ გადასახადს წარმოადგენს.

როდესაც 2025 წლის სექტემბერში, პრეზიდენტის პროკლამაციის გზით ამ მოსაკრებლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა, მას ფართო უკმაყოფილება და ეროვნული პროტესტი მოჰყვა, მათ შორის იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც უცხოელ მუშახელს ასაქმებენ.

აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, ლეო სოროკინმა დაადგინა, რომ ამ პოლიტიკამ, კონგრესის გვერდის ავლით, აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებს გადააჭარბა. შეთავაზებული მოსაკრებელი H-1B სავიზო პროგრამის განაცხადებისკენ იყო მიმართული, რომელიც აშშ-ის ბიზნესებს საშუალებას აძლევს, სპეციალიზებულ სფეროებში უცხოელი პროფესიონალები დაასაქმონ.

გადაწყვეტილების თანახმად, მსგავსი გადასახადის დაწესება კანონმდებლებისგან პირდაპირ საკანონმდებლო თანხმობას მოითხოვს, რაც საპრეზიდენტო ძალაუფლების კონსტიტუციურ საზღვრებს უსვამს ხაზს.

თეთრმა სახლმა მიანიშნა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

"H-1B პროგრამას ათწლეულების განმავლობაში ბოროტად იყენებდნენ და პრეზიდენტმა ტრამპმა საბოლოოდ მიიღო ზომები მის გამოსასწორებლად. ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ეს ბრძანება სააპელაციო სასამართლოში გაუქმდება," - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ტეილორ როჯერსმა, რასაც Politico ციტირებს.

რა არის H-1B სავიზო პროგრამა?

H-1B სავიზო პროგრამა, რომელიც დღევანდელი ფორმით 1990 წელს შეიქმნა, ყოველწლიურად ვიზების გაცემის რაოდენობას 85 000-მდე ზღუდავს. აქედან 20 000 უმაღლესი აკადემიური ხარისხის (advanced degrees) მქონე განმცხადებლებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები და არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციები ამ წლიური ლიმიტისგან გათავისუფლებულნი არიან.

ამ პროგრამას მუდმივად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ადგილობრივი მუშაკებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ამცირებს.

"H-1B პროგრამის ბოროტად გამოყენება ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამერიკელებს უკარგავს სურვილს, აირჩიონ კარიერა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, რაც ამ სფეროებში ამერიკის ლიდერობას რისკის ქვეშ აყენებს," - განაცხადა ტრამპმა მანამდე.

ტრამპი აშშ-ის სამუშაო ვიზაზე წლიურ გადასახადს $100 000-მდე ზრდის

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE