მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი $105.6 მილიარდამდე გაიზარდა
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი $105.6 მილიარდამდე გაიზარდა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი $105.6 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 18:15|bm.ge

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, აგვისტოში ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი 13.7%-ით, $105.6 მილიარდამდე გაიზარდა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2025 წლის მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური სავაჭრო დისბალანსია, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $102-მილიარდიან მოლოდინს მნიშვნელოვნად აღემატება და სრულ აცდენაშია პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ დაპირებასთან, რაც დეფიციტის შემცირებას მოიაზრებდა.

სავაჭრო დეფიციტის გაღრმავება იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტი მოცულობის პროდუქციის და სერვისების იმპორტს ახორციელებს, ვიდრე მას თავად გააქვს ექსპორტზე. თავისი არსით, დეფიციტი ეკონომიკისთვის ცუდი არ არის, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს სავაჭრო ტარიფების დაწესებით ეს დეფიციტი ხელოვნურად შეამციროს.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, აგვისტოს დისბალანსის ფონზე, საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა მესამე კვარტალის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სავაჭრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • საგარეო: განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივებიფორმულა
  • ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, ჩვენი საექსპორტო პროდუქტების ბაზრების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და ჩინეთი ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია - გენადი არველაძერუსთავი 2
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ათობით მოზარდს შორის ჩხუბი მოხდანეტგაზეთი
  • საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დამწვარია მერიის ისტორიული შენობა, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილებიტვ პირველი
სავაჭრო →

მსგავსი სტატიები

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

BM.GE

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

BM.GE