მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმება მალე გაფორმებას გამორიცხავს
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმება მალე გაფორმებას გამორიცხავს

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმება მალე გაფორმებას გამორიცხავს

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 20:28|bm.ge

დონალდ ტრამპსა და ნარენდრა მოდის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა ინდოეთთან შეთანხმების უახლოეს პერიოდში მიღწევა გამორიცხა.

როგორც ირკვევა, მხარეებმა პრობლემური საკითხები გამოკვეთეს, თუმცა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ვერ შეძლეს. შესაბამისად, დარჩა მნიშვნელოვანი უთანხმოებები, რაზედაც მათ საუბრის გაგრძელება მოუწევთ.

თავად ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტთან დიალოგი შედეგიანად შეაფასა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა კი საუბრის დეტალები არ გაასაჯაროვა.

პარალელურად, ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა პიუშ გოიალმა მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმიზმი გამოხატა. მისი განცხადებით, მილუოკიში ჯემისონ გრირთან გამართული შეხვედრა შუალედური დოკუმენტის დროულად მომზადების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოლაპარაკებების მთავარ დაბრკოლებად ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა რჩება. ვაშინგტონის შეფასებით, მოსკოვისგან ნედლეულის შეძენა უკრაინის ომის დაფინანსებას ემსახურება, რაც თეთრი სახლისთვის მიუღებელია.

თავის მხრივ, ოფიციალური ნიუ-დელი საკუთარი ენერგოუსაფრთხოების დაცვის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ირანში მიმდინარე ომმა ნავთობის გლობალური მიწოდება შეაფერხა, უალტერნატივოდ ყოფნის პირობებში კი რუსულ საწვავზე უარი არახელსაყრელი იქნება.

ცნობისთვის, ვაშინგტონმა რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთს გასულ აგვისტოს 25%-იანი სადამსჯელო ტარიფი დაუწესა, თებერვალში კი გადასახადი 18%-მდე შეამცირა. ამჟამად ინდურ ექსპორტზე 10%-იანი განაკვეთი მოქმედებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდაიმედი
  • 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაფორმულა
  • არტემ გრიბული საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს: „ეს იქნებოდა ნამეტანი დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის“ტვ პირველი
  • კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდარუსთავი 2
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ევროს ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარამდე შემცირდა

ევროს ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარამდე შემცირდა

BM.GE

ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან

ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან

BM.GE

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო განათლებისთვის ₾100 მილიონია გათვალისწინებული

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო განათლებისთვის ₾100 მილიონია გათვალისწინებული

BM.GE

უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია | ლევან ჟორჟოლიანი

უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია | ლევან ჟორჟოლიანი

BM.GE