მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დემოკრატებმა კონტროლი სენატზეც დაიბრუნეს
დემოკრატებმა კონტროლი სენატზეც დაიბრუნეს

დემოკრატებმა კონტროლი სენატზეც დაიბრუნეს

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 13:43|bm.ge

2026 წლის აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე დემოკრატიულმა პარტიამ სენატზე კონტროლი დაიბრუნა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაშიც.

CBS News-ის საპროგნოზო მონაცემებით, დემოკრატებმა გამარჯვება მოიპოვეს ისეთ შტატებშიც, სადაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპმა ორნიშნა უპირატესობით გაიმარჯვა. მათ შორის, ათწლეულების განმავლობაში პირველად, დემოკრატებმა სენატორის სავარძლები ტეხასსა და კანზასში დაიკავეს.

არჩევნებამდე სენატში უმრავლესობას (53 ადგილი 47-ის წინააღმდეგ) რესპუბლიკელები ფლობდნენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად დემოკრატებს 4 ადგილის გადაბარება სჭირდებოდათ. მათ წარმატებას მიაღწიეს ტეხასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინაში, ოჰაიოში, კანზასსა და აიოვაში, პარალელურად კი შეინარჩუნეს პოზიციები ჯორჯიასა და ნიუ-ჰემპშირში.

ამერიკული მედია წერს, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო თვეებში რესპუბლიკელთა პოზიციები შეარყია ირანთან ომმა და საწვავის (ბენზინისა და დიზელის) ფასების მკვეთრმა ზრდამ. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებმა ასობით მილიონი დოლარი დახარჯეს საკვანძო შტატების დასაცავად, ამომრჩეველთა უკმაყოფილებამ დემოკრატებს გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.

დემოკრატებს სენატში უმრავლესობა ბოლოს 2022 წელს ჰქონდათ, რის შემდეგაც, 2024 წელს, კონტროლი რესპუბლიკელებმა გადაიბარეს. საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვება დემოკრატებს საშუალებას მისცემს, დაბლოკონ პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურები და აკონტროლონ საკანონმდებლო დღის წესრიგი, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს პრეზიდენტის შესაძლებლობებს მისი უფლებამოსილების ბოლო ორ წელიწადში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დემოკრატებმა კონტროლი სენატზეც დაიბრუნეს

დემოკრატებმა კონტროლი სენატზეც დაიბრუნეს

BM.GE

Aramco-ს კორექტირებული წმინდა მოგება 9%-ით, $31.2 მილიარდამდე გაიზარდა

Aramco-ს კორექტირებული წმინდა მოგება 9%-ით, $31.2 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

ორი ახალი საწარმო და ქსელის გაფართოება - რა სიახლებიით ხვდება "ინვეტი" 25 წლის იუბილეს?

ორი ახალი საწარმო და ქსელის გაფართოება - რა სიახლებიით ხვდება "ინვეტი" 25 წლის იუბილეს?

BM.GE

"ინნ ჯგუფისთვის" 2026 წელი შარშანდელზე უკეთესია" | საიდან ელოდება სასტუმროების ქსელი ტურისტებს ზამთრის სეზონზე

"ინნ ჯგუფისთვის" 2026 წელი შარშანდელზე უკეთესია" | საიდან ელოდება სასტუმროების ქსელი ტურისტებს ზამთრის სეზონზე

BM.GE