მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებები შეზღუდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებები შეზღუდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებები შეზღუდა

BM.GE4 ივნისი, 2026, 22:40|bm.ge

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შემზღუდველ რეზოლუციას, რომელიც ირანთან არსებულ კონფლიქტს ეხება. არსებული ინფორმაციით, კენჭისყრისას ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა - 215 მომხრე და 208 წინააღმდეგი. საყურადღებო ფაქტია, რომ დასახელებულ ინიციატივას მხარი ოთხმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც დაუჭირა. ისინი ამ ნაბიჯით საკუთარი პარტიის პოზიციის წინააღმდეგ წავიდნენ. ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა წევრმა, დემოკრატმა გრეგორი მიქსმა წარადგინა.

კენჭისყრა თავდაპირველად 21 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა რესპუბლიკელმა ლიდერებმა პროცესი მოულოდნელად გააუქმეს. გრეგორი მიქსის განცხადებით, პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი პრეზიდენტის გადასარჩენად დროს განზრახ აჭიანურებდა.

კონგრესმენი აღნიშნავს იმასაც, რომ მისი ბევრი რესპუბლიკელი კოლეგა საკუთარ ოლქებში ამომრჩევლების მხრიდან სურსათსა და საწვავზე გაზრდილი ფასების გამო დიდ ზეწოლას განიცდის. შესაბამისად, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეტაპობრივად მის ინიციატივას მხარი მეტმა რესპუბლიკელებმა დაუჭირა.

რაც შეეხება თავად რესპუბლიკურ პარტიას, წარმომადგენელთა პალატაში მისმა ლიდერმა მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა სენატმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს, რადგან ეს პრეზიდენტ ტრამპს ქვეყნის პოზიციების დაცვას გაურთულებს.

სპიკერმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ადმინისტრაციისთვის მოლაპარაკებების წარმოების უფლების ჩამორთმევა სახიფათო პრეცედენტად შეაფასა. ჯონსონის განცხადებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის პოზიციებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში მის ბერკეტებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს. მისი მტკიცებით, სამხედრო ოპერაცია „Epic Fury“ უკვე დასრულდა და აშშ-მა ირანში ყველა დასახული მიზანი ისედაც სრულად შეასრულა.

ცნობისთვის, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ერთობლივი რეზოლუცია კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს. ეს დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაეცემა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →ირანის →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE