
აშშ-ის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში ჩავიდნენ
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოსკოვში ჩავიდნენ.
Reuters-ის ცნობით, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა და ისინი მოსკოვის ცენტრში გააცილა.
კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს უიტკოფისთვის რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ გამართული რიგით მეათე მოლაპარაკება იქნება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის საჯარო ოპტიმიზმის მიუხედავად, მხარეებს შორის მნიშვნელოვანი კომპრომისების ნიშნები ჯერ არ ჩანს. გუშინ აბუ-დაბის მოლარაკებებზე კიევმა მკაცრად უარყო პუტინის მოთხოვნა, რომელიც მშვიდობის სანაცვლოდ დონბასის აღმოსავლეთ რეგიონის სრულად დათმობას ითვალისწინებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge