მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს

BM.GE15 ივნისი, 2026, 05:42|bm.ge

აშშ-მა და ირანმა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. არსებული ინფორმაციით, მხარეებმა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტაზე პოზიციების შეჯერება მოახერხეს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ პირველმა ეს ცნობა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა, რაც რამდენიმე წუთში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. თეთრი სახლის ლიდერმა პლატფორმაზე Truth Social ირანთან შეთანხმების სრულად დასრულება გამოაცხადა.

როგორც პაკისტანის ლიდერი წერს, ომში მყოფმა მხარეებმა, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის ადგილად შვეიცარია შეარჩიეს, სადაც ოფიციალური ცერემონია 19 ივნისს შედგება. შეჰბაზ შარიფის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლს მასთან ერთად კატარის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ლიდერებიც იღებდნენ.

აშშ-ირანის შეთანხმების დაანონსების პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივი გაუქმების განკარგულებაც გასცა. თეთრი სახლის ლიდერმა დაწერა, რომ "ხომალდებმა ძრავები უნდა ჩართონ და ნავთობის თავისუფალი ტრანსპორტირება უწინდებურად უნდა დაიწყონ".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდანიმედი
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

BM.GE