მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ირანის სამხედრო ქსელთან დაკავშირებულ 13 სუბიექტს სანქციები დაუწესა
აშშ-მა ირანის სამხედრო ქსელთან დაკავშირებულ 13 სუბიექტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის სამხედრო ქსელთან დაკავშირებულ 13 სუბიექტს სანქციები დაუწესა

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 16:42|bm.ge

აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის მიერ შეიარაღებისა და სამხედრო კომპონენტების შეძენის ხელშეწყობის ბრალდებით 13 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა. როგორც ირკვევა, აშშ-ის ფინანსთა და სახელმწიფო დეპარტამენტების გადაწყვეტილება შეეხო რუსეთში, ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და პაკისტანში მოქმედ იმ სუბიექტებს, რომლებიც თეირანის სამხედრო მომარაგებაში მონაწილეობდნენ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი ამ ნაბიჯით მიზნად ირანის სამხედრო პროგრამების აღდგენის შეფერხებასა და მისი მხარდამჭერებისთვის ფინანსური ხარჯების გაზრდას ისახავს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, უწყება რეჟიმის მხარდაჭერას არ შეეგუება და ირანის დამხმარე ქსელების იზოლირებას კვლავაც გააგრძელებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანქცირებულთა სიაში ჩინეთსა და ჰონგ-კონგში მოქმედი მსხვილი შუამავლები მოხვდნენ. მათ შორის არის ირანის თავდაცვის სამინისტროს პეკინელი წარმომადგენელი, სეიდ ასღარ ალიზადე თაბათაბაი, რომელმაც ჩინეთში მზა საბრძოლო სისტემებისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების შეძენა უზრუნველყო. ამ ქსელის ფარგლებში ირანული საწარმო Kavoshcom Group-ი ადგილობრივი საავიაციო მრეწველობისთვის ელექტრონულ დეტალებს ყიდულობდა. ამას გარდა, ირანულ კომპანიას ელექტრონული კომპონენტებით ჰონგ-კონგში რეგისტრირებული EC Mojo Technology Co Limited-ი და მისი ჩინელი წარმომადგენელი, ლი ფენი ამარაგებდნენ.

როგორც აღინიშნა, შეზღუდვების ახალი პაკეტი რუსულ, პაკისტანურ და ირანულ სატრანსპორტო და სამხედრო კომპანიებსაც შეეხო. აშშ-ის შავ სიაში მოხვდა რუსული საავიაციო ქარხანა Yakovlev-ი და სანაოსნო კომპანია MG-Flot LLC-ი, რომლის გემებსაც რუსეთის ხელისუფლებისთვის შეიარაღება გადაჰქონდა. ვაშინგტონმა სიაში ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებთან დაკავშირებული ავიაკომპანია Saha Airlines-ი და პაკისტანური თავდაცვის საწარმო Cavalier Group-ის ხელმძღვანელი, ვასიმ ფაშა ტაჯამალიც შეიყვანა.

ცნობისთვის, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იმ სტრატეგიას, რომელიც მიზნად თეირანის ეკონომიკურ იზოლაციასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ისახავს. შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ომი 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო იერიშის შემდეგ დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • Reuters: აშშ-მა რუსეთის, ჩინეთის, ჰონკონგისა და პაკისტანის კომპანიებს ირანთან კავშირების გამო სანქციები დაუწესაიმედი
  • უკიდურესად მიუღებელია – პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზენეტგაზეთი
  • ღუდუშაური ირანის ელჩზე: ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებასფორმულა
  • აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა - Reutersრუსთავი 2
ირანის →დაკავშირებული →

მსგავსი სტატიები

"შემოსავლის დათვლისას, დარიცხული ხელფასის ნაცვლად, [ქონების გადასახადის] კანონში ხელზე ასაღები ხელფასი უნდა ჩაიწეროს"|რეკომენდაცია პარლამენტს

"შემოსავლის დათვლისას, დარიცხული ხელფასის ნაცვლად, [ქონების გადასახადის] კანონში ხელზე ასაღები ხელფასი უნდა ჩაიწეროს"|რეკომენდაცია პარლამენტს

BM.GE

ნავთობპროდუქტების წარმოება, სესხის პროცენტის ზრდა... - რამ განაპირობა აგვისტოში ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა?

ნავთობპროდუქტების წარმოება, სესხის პროცენტის ზრდა... - რამ განაპირობა აგვისტოში ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა?

BM.GE

აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა - PMC

აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა - PMC

BM.GE

₾200+ მლნ კერძო ინვესტიცია, 4 სეზონი და ახალი ინფრასტრუქტურა - რა პოტენციალი აქვს კურორტ გოდერძის?

₾200+ მლნ კერძო ინვესტიცია, 4 სეზონი და ახალი ინფრასტრუქტურა - რა პოტენციალი აქვს კურორტ გოდერძის?

BM.GE