მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერაყში, ბასრის ელექტროსადგურზე გაზსადენის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა
ერაყში, ბასრის ელექტროსადგურზე გაზსადენის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

ერაყში, ბასრის ელექტროსადგურზე გაზსადენის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 22:07|bm.ge

ერაყის სამხრეთით, ქალაქ ბასრაში მდებარე ელექტროსადგურზე გაზსადენის აფეთქებას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

აფეთქება ბასრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე ჰართას ელექტროსადგურზე მოხდა. ცეცხლის ალმა და სქელმა კვამლმა ცა დაფარა, რის გამოც მაშველებმა მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. პროვინციის ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარმა მიმდებარე დასახლებებში ათობით საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი დააზიანა.

სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ჯგუფები ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ, სანამ მის ლოკალიზებას შეძლებდნენ. ცეცხლი სადგურის მომმარაგებელი გაზსადენიდან გავრცელდა, თუმცა აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ აფეთქების გამომწვევი მიზეზების "დაუყოვნებლივი გამოძიება" ბრძანა - ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო INA იტყობინება. ალ-ზაიდიმ ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა, დაშავებულთა მკურნალობისთვის ყველა სამედიცინო რესურსის მობილიზება და დაზარალებულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა.

ჰართას სადგური სამხრეთ ერაყის ერთ-ერთი მთავარი გენერაციის ობიექტია, რომლის სიმძლავრეც დაახლოებით 1 400 მეგავატს შეადგენს. ხელისუფლებას ჯერ არ დაუზუსტებია, რა ზიანი მიადგა სადგურის გენერატორებს და როგორ იმოქმედებს ეს ელექტრომომარაგებაზე. მილსადენის დაზიანების მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მინიმუმამდე დაეცა

ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

"უზბეკეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია" - როგორია კავშირები?

"უზბეკეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია" - როგორია კავშირები?

BM.GE

Wildberries-ის ევროკავშირის მიერ სანქცირებული დირექტორი, ტატიანა კიმი გადადგა

Wildberries-ის ევროკავშირის მიერ სანქცირებული დირექტორი, ტატიანა კიმი გადადგა

BM.GE

მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ - ნიკოლ ფაშინიანი

მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ - ნიკოლ ფაშინიანი

BM.GE