მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი
"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

BM.GE30 ივნისი, 2026, 22:00|bm.ge

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვებას არ გეგმავს. იაშარ გიულერმა მედიასთან ეს განცხადება NATO-ს ანკარას სამიტის დაწყებამდე გააჟღერა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ორგანიზაციაში არსებული შიდა აზრთა სხვადასხვაობა და ირანის ომში ჩართვასთან დაკავშირებით დაპირისპირება რეალურ კრიზისად ვერ შეფასდება. იაშარ გიულერის თქმით, ალიანსი ამჟამად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოს ერგება და განსხვავებული პოზიციების ქონა ამ დროს სრულიადაც არ ნიშნავს კრიზისს.

მედიასთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი სურვილია, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ რეგიონის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. რაც შეეხება უშუალოდ თურქეთის როლს, მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა მზადაა, აქტიურად ჩაერთოს ევროპულ თავდაცვით ინიციატივებში.

იაშარ გიულერის თქმით, მოახლოებულ სამიტზე NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ორგანიზაციის ერთიანობაზე და მოკავშირეების მიერ გაზრდილ თავდაცვით ხარჯებზე იმსჯელებენ. არსებობს მოლოდინი, რომ დაგეგმილი ღონისძიება თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, თურქეთი NATO-ს წევრი 32 სახელმწიფოს ლიდერს ანკარაში 7-8 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრებს სპარსეთის ყურის და აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ოფიციალური პირებიც დაესწრებიან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთში წარმოების მოცულობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

ჩინეთში წარმოების მოცულობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE

ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

BM.GE

"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

BM.GE