მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა
ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

BM.GE30 ივნისი, 2026, 21:44|bm.ge

ავსტრალიის მარეგულირებელმა კომისიამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Amazon-ის ადგილობრივ ქვედანაყოფს სასამართლოში უჩივლა. არსებული ინფორმაციით, უწყება კომპანიას იმ სახელშეკრულებო პირობების დარღვევას ედავება, რომლის ფარგლებშიც მას პლატფორმა Prime Video-ზე რეკლამების გაშვების უფლება არ ჰქონდა.

როგორც ირკვევა, ჯეფ ბეზოსის ფირმამ დადებულ ხელშეკრულებაში არსებული ბუნდოვანი პუნქტებით ისარგებლა და მილიონზე მეტ გამომწერს პლატფორმის ისეთი ვერსია მიაწოდა, რომელშიც რეკლამები ავტომატურად იყო ჩაყენებული, მათი გათიშვა კი მხოლოდ დამატებით $2 დოლარის გადახდის შემთხვევაში ხდებოდა შესაძლებელი.

მარეგულირებელი კომისია სასამართლოსგან მომხმარებელთა ზარალის ანაზღაურებას, ფინანსურ ჯარიმებსა და სხვა სამართლებრივ სანქციებს ითხოვს. უწყების ხელმძღვანელის, ჯინა კას-გოტლიბის განცხადებით, Amazon-მა რეკლამები პლატფორმაზე უკანონოდ ჩააშენა და მათი გაუქმებისთვის დაწესებული ტარიფით დიდი ფინანსური სარგებელიც მიიღო.

Amazon-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა CNBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია სარჩელს დეტალურად შეისწავლის. მისი თქმით, გამოძიების პროცესში ტექნოლოგიური გიგანტის მარეგულირებელთან აქტიურად ითანამშრომლებს.

ცნობისთვის, Amazon-მა სააბონენტო პაკეტებში სარეკლამო ჭრები 2024 წლის ივლისში წარადგინა. ის 2023 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება კი, რომელიც ავსტრალიის მარეგულირებელთან გაფორმდა, Amazon-ს ავალდებულებდა, 2025 წლის აგვისტომდე მსგავსი ცვლილებები ადგილობრივ მომხმარებლებზე არ აესახა. როგორც ირკვევა, სწორედ განსაზღვრულ პერიოდში რეკლამების დამატება გახდა სახელმწიფო ორგანოს სარჩელის საფუძველი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთში წარმოების მოცულობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

ჩინეთში წარმოების მოცულობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE

"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

BM.GE

"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

BM.GE