მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო
"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

BM.GE30 ივნისი, 2026, 21:39|bm.ge

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო წერს, რომ აღნიშნულ რეიტინგს განაპირობებს საერთაშორისო გამოწვევების მიუხედავად არსებული ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია.

"Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მყარმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან მომდინარე რისკები. ამასთან, დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და ეკონომიკას მეტად მდგრადს ხდის შოკების მიმართ.

სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6.4%-ით, ხოლო 2027 წელს ზრდა მოსალოდნელია 5.5%-ზე. მთავრობის ვალი კი მოსალოდნელია, კვლავ შემცირდეს და მშპ-ის 30%-მდე ნიშნულს დაუახლოვდეს.

Moody’s აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები მოხმარება და ინვესტიციები იქნება, რაც ვალის გონივრულ მართვასთან ერთად ხელს შეუწყობს ფისკალურ სიჯანსაღეს. ზრდის ხელშემწყობად ასევე აღნიშნულია ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად იზრდება და ხასიათდება ვიზიტორების დივერსიფიკაციით.

Moody’s ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ პოზიციას შუა დერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამასთან, სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ფისკალური და მონეტარული კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და ღონისძიებებს", - წერს ფინანსთა სამინისტრო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთში წარმოების მოცულობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

ჩინეთში წარმოების მოცულობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE

"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

BM.GE

ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

BM.GE

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

BM.GE