მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტი დაიწყება, თუ ტაივანის საკითხი არ გადაწყდა" - სი ძინპინი
"აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტი დაიწყება, თუ ტაივანის საკითხი არ გადაწყდა" - სი ძინპინი

"აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტი დაიწყება, თუ ტაივანის საკითხი არ გადაწყდა" - სი ძინპინი

BM.GE15 მაისი, 2026, 18:28|bm.ge

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტაივანის საკითხზე გააფრთხილა. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, პრობლემის "არასწორად გადაჭრა" ორმხრივ კავშირებს საფრთხის ქვეშ დააყენებს. მისივე შეფასებით, აშშ-ის სურვილი, ხელი შეუწყოს კუნძულის დამოუკიდებლობას და ამავდროულად, შეინარჩუნოს რეგიონული მშვიდობა ერთმანეთთან იმდენადვე შეუსაბამოა, რამდენადაც "ცეცხლი და წყალია ერთმანეთთან შეუთავსებელი".

პირისპირ საუბრისას სი ძინ პინმა ტრამპს ხაზგასმით უთხრა, რომ თუ ტაივანის საკითხი აშშ-სა და ჩინეთს შორის მშვიდობიანად და დიპლომატიურად არ მოგვარდება, არ არის გამორიცხული, ვაშინგტონსა და პეკინს შორის კონფლიქტი დაიწყოს. საყურადღებოა, რომ ამ თემაზე დონალდ ტრამპს მედიასთან საჯაროდ არაფერი უთქვამს.

ორი ქვეყნის ლიდერმა მსოფლიოში მიმდინარე ირანის საომარი ვითარებაც განიხილეს და შეჯერდნენ, რომ ჰორმუზის სრუტეში სანაოსნო მიმოსვლა შეუფერხებლად უნდა აღდგეს. ტრამპთან საუბრისას ჩინეთის ლიდერმა ჰორმუზის სრუტეზე მისი ქვეყნის დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება და არ გამორიცხა, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, პეკინი ვაშინგტონისგან ნავთობის შესყიდვას დაიწყებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით 2 დღის განმავლობაში, 14-15 მაისს იმყოფებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE