მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანი | Rustavi2
NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"რატომ გამოხვედით და ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ "ქართული ოცნება" ამ კანონს მივიღებდით, 2 წელზე მეტი არის გასული, მაგ შემთხვევაში აიკრძალებოდა NGO ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში "დებატები" ოპონენტებთან საუბრისას აღნიშნა.

ლევან მაჭავარიანმა ასევე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონზე და განაცხადა, რომ კანონის წინააღმდეგ მიმართული კამპანია საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნას ისახავდა მიზნად. ასევე მოკლედ შეეხო ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავების ფაქტს.

"ასავალ-დასავალთან" დაკავშირებით, მე მინდა მოგახსენოთ თქვენ, რომ ამ ბატონს [დიტო ჩუბინიძეს] რა თქმა უნდა, სასამართლოს წინაშე პასუხები ექნება კითხვებზე გასაცემი, თუ რატომ საუბრობს იგი მტკიცებით ფორმაში, აბსოლუტურად ყველანაირი ფაქტის, არგუმენტის და მით უმეტეს, მტკიცებულების გარეშე, ისეთ ბინძურ ბრალდებებთან დაკავშირებით, თითქოს ხელისუფლებამ გაყიდა დავით გარეჯი. შესაბამისად, ასე ბელეტრისტიკით უბრალოდ აქ ვერ გამოხვალთ, ვინაიდან აქ არის სამართლებრივი საკითხები.

NGO-ების საკითხს რაც შეეხება, ის ფარსი, რომელიც გარე პატრონების დავალებით აქ მოაწყვეს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იდგა იმის ავანგარდში, იმ უბინძურესი კამპანიის, რასაც დაარქვეს "რუსული კანონი".

ვინაიდან სიტყვა "რუსული" ემოციურად ასოცირდება, ძალიან ცუდ ემოციებთან ასე რომ ვთქვათ და აქედან გამომდინარე, თუ რაღაცა უნდათ, რომ გააშავონ, დაარქმევენ "რუსულს" და ამით თამაშობენ საზოგადოების ემოციებზე.

ნახეთ რამხელა ტყუილთან გვქონდა საქმე, თუ ყველაფერი წესრიგში იყო, პრობლემა რა იყო დადეკლარირებასთან? რატომ გამოხვედით და ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ "ქართული ოცნება" ამ კანონს მივიღებდით, 2 წელზე მეტი არის გასული, მაგ შემთხვევაში აიკრძალებოდა NGO ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ, ახალგაზრდები ვერ აიღებდნენ გრანტებს და ვერ წავიდოდნენ სასწავლებლად უცხოეთში და თურმე როგორ შეიძლებოდა "ქართულ ოცნებას" ეჭვქვეშ დაეყენებინა USAID-იდან წამოსული ფული.

მოვიდა ბატონი ტრამპი ხელისუფლებაში, NGO ორგანიზაციებს დაარქვა თავისი სახელი, USAID-ს და NED-ს დაკეტა და ისე დაარქვა თავისი სახელი, ფაქტებით და მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ისინი ემსახურებოდნენ არეულობების და რევოლუციების დაგეგმვას და დაფინანსებას", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • ევროპარლამენტში ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხზე მმართველი კოალიციის პოზიციები გაიყოBM.GE
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →ოჯახის →ოპოზიციური →

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

რუსთავი 2

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია მუდმივად საბოტაჟირების, არჩევნების ბოიკოტირების და შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანის რეჟიმშია, სურვილი აქვთ ქვეყანა მუდმივად რყევაში იყოს და ბოლოს რევოლუციამდე და უმართავ პროცესებამდე მივიდეს

როდესაც ბოიკოტი ხდება უკვე სისტემური, როდესაც 3-4 არჩევნები სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა, ეს არის პერმანენტული საფრთხე - ირაკლი ქადაგიშვილი

ჩაატარეთ ალტერნატიული არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში და "გაუპრავეთ" არჩევნები სეპარატისტებს. კოდორის ხეობას დაარქვით ზემო აფხაზეთი, რომ ტყვიის გარეშე გადაგებარებინათ ოკუპანტისთვის. ეს არის ღალატი და რუსული საქმე - ლევან მაჭავარიანი დავით დარჩიაშვილს