მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში იპოთეკური სესხები მკვეთრად გაძვირდა
აშშ-ში იპოთეკური სესხები მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში იპოთეკური სესხები მკვეთრად გაძვირდა

BM.GE20 ივლისი, 2026, 23:30|bm.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებში იპოთეკური სესხის საშუალო განაკვეთი 6.55%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც ირკვევა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ირანზე განხორციელებულმა განმეორებითმა დარტყმებმა გამოიწვია, რამაც ფინანსურ ბაზრებზე მერყეობა გაზარდა. ახალმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ სრულიად გააქრო გაზაფხულზე არსებული ოპტიმიზმი, როდესაც ეკონომისტები სესხების გაიაფებასა და უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებას პროგნოზირებდნენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გაზრდილი განაკვეთების ფონზე, პოტენციური მყიდველები ბაზარს ერიდებიან, რის გამოც ივნისში სახლების გაყიდვების მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 5.4%-ით შემცირდა. აშშ-ის რეალტორთა ეროვნული ასოციაცია განმარტავს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები და უძრავი ქონების რეკორდული ფასები ბაზარზე პასიურობას იწვევს, რაც პირველადი მყიდველებისთვის პროცესს განსაკუთრებით ართულებს.

ცნობისთვის, აშშ-ის იპოთეკური ბაზრის საპროცენტო განაკვეთები მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობასთან, რომელზედაც გლობალური გეოპოლიტიკური რისკები და ენერგორესურსების ფასები პირდაპირ გავლენას ახდენს. დღეს ბაზარზე გეოპოლიტიკური რისკები მკვეთრად არის გაზრდილი, რაც ობლიგაციების შემოსავლიანობასთან ერთად, იპოთეკურ ხარჯებსაც ზრდის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უცხოელი ტურისტისთვის საქართველო აღარ არის იაფი მიმართულება - სასტუმრო "კოსტე"

უცხოელი ტურისტისთვის საქართველო აღარ არის იაფი მიმართულება - სასტუმრო "კოსტე"

BM.GE

6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $100 მილიონის მინერალური წყალი გავიდა | სად ვყიდით და ვყიდულობთ?

6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $100 მილიონის მინერალური წყალი გავიდა | სად ვყიდით და ვყიდულობთ?

BM.GE

დეველოპერულ პროექტებში, რომლებიც ბანკის მიერაა დაფინანსებული, რისკები ძალიან დაბალია - უტიაშვილი

დეველოპერულ პროექტებში, რომლებიც ბანკის მიერაა დაფინანსებული, რისკები ძალიან დაბალია - უტიაშვილი

BM.GE

ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

BM.GE