
აშშ-ში საკრედიტო ბარათების ვალი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხმარებელთა საკრედიტო ბარათების დავალიანებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, მესამე კვარტალში ბარათების ნაშთი 1.7%-ით, ანუ $22 მილიარდით გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $52 მილიარდით მეტი აღმოჩნდა.
საერთო ჯამში, იპოთეკური, სტუდენტური და ავტოსესხების ჩათვლით, შინამეურნეობების მთლიანმა ვალმა მესამე კვარტალში $334 მილიარდით მოიმატა და რეკორდულ $19.1 ტრილიონს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ სოციალური ფენების მიხედვით გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავდება. ნიუ-იორკის ფედერალური რეზერვის ანგარიშის თანახმად, დაბალშემოსავლიან უბნებში მცხოვრებ მოქალაქეებს დავალიანების დაფარვა შედარებით შეძლებულ თანამოქალაქეებთან შედარებით სულ უფრო მეტად უჭირთ. კერძოდ, ყველაზე დაბალშემოსავლიან დასახლებებში საკრედიტო ბარათების ბალანსის 10.3% სერიოზულ ვადაგადაცილებაში გადავიდა, რაც მდიდარი უბნების 4.4%-იან მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
ცნობისთვის, აშშ-ის შინამეურნეობების მთლიანი დავალიანება 2019 წლის, ანუ პანდემიამდელი პერიოდის შემდეგ, $5 ტრილიონით არის გაზრდილი. ქვეყნის საერთო ვალს რაც შეეხება, რომელიც სამთავრობო ხარჯებსაც მოიცავს, ის რეკორდულ $40.5 ტრილიონს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge