მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ შიდა გამოძიების ჩატარება Wachtell Lipton-ს დაავალა
Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ შიდა გამოძიების ჩატარება Wachtell Lipton-ს დაავალა

Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ შიდა გამოძიების ჩატარება Wachtell Lipton-ს დაავალა

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 04:18|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს დამოუკიდებელმა დირექტორებმა კომპანიის ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის გარშემო დაწყებული შიდა გამოძიების ხელმძღვანელად ნიუ-იორკული იურიდიული ფირმა Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ი დაიქირავეს.

კომპანიის განცხადებით, იურიდიული ფირმა ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის მხრიდან შესაძლო ჯაშუშობის მცდელობას შეისწავლის.

ინფორმაციისთვის, საბჭომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ჰუანგმა სინგაპურულ კომპანია Megaspeed-ის ხელმძღვანელთან, ელის ჰუანგთან ინტიმური ურთიერთობა აღიარა. აშშ-ის სადაზვერვო უწყებები კი ამ უკანასკნელს ჩინეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ.

აღსანიშნი ფაქტია, რომ გამოძიებას Wachtell-ის პარტნიორი, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ყოფილი ფედერალური პროკურორი ჯუნ კიმი უხელმძღვანელებს. იურიდიულ ფირმასთან ერთად პროცესს Nvidia-ს დამოუკიდებელ დირექტორთა სპეციალური კომიტეტიც გააკონტროლებს.

Nvidia-ს განცხადებით, კორპორაციული საიდუმლოების ან ეროვნული უსაფრთხოების დარღვევის ნიშნები ამ ეტაპზე არ იკვეთება, თუმცა გამოძიება ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას დეტალურად შეამოწმებს.

იურიდიული ფირმა Katten-ის პარტნიორის, გილ სოფერის შეფასებით, თუ მოკვლევა მხოლოდ პირად ურთიერთობას დაადასტურებს, საბჭო შესაძლოა მსუბუქი დისციპლინური ზომებით შემოიფარგლოს. თუმცა სერიოზული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დირექტორთა საბჭომ შესაძლოა ჰუანგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

ცნობისთვის, ნიუ-იორკული Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ი დაახლოებით 300 იურისტს აერთიანებს და მსხვილი საჯარო კომპანიების შიდა გამოძიებების მიმართულებით მუშაობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • თამარი მოკლეს, არ გავჩერდებით - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვსტვ პირველი
  • პოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყორუსთავი 2
  • სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვსფორმულა
გამოძიება →დირექტორი →

მსგავსი სტატიები

TSMC ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებში $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

TSMC ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებში $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

BM.GE

"დღეისთვის ექსპორტი მეტია, ვიდრე შიდა მოხმარება" - როგორია „ჩირინას“ გეგმები?

"დღეისთვის ექსპორტი მეტია, ვიდრე შიდა მოხმარება" - როგორია „ჩირინას“ გეგმები?

BM.GE

აშშ-ში საკრედიტო ბარათების ვალი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

აშშ-ში საკრედიტო ბარათების ვალი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

BM.GE

წელს, 9 თვეში $101.7 მილიონის სიგარეტი ვიყიდეთ, ხოლო $4.9 მილიონის გავყიდეთ | სად ვყიდულობთ და ვყიდით?

წელს, 9 თვეში $101.7 მილიონის სიგარეტი ვიყიდეთ, ხოლო $4.9 მილიონის გავყიდეთ | სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE