მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანი ნახიჩევანთან ინტერნეტკავშირს სომხეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიიღებს
აზერბაიჯანი ნახიჩევანთან ინტერნეტკავშირს სომხეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიიღებს

აზერბაიჯანი ნახიჩევანთან ინტერნეტკავშირს სომხეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიიღებს

BM.GE23 ივნისი, 2026, 19:09|bm.ge

სომხურმა კომპანია Telecom Armenia-მ და აზერბაიჯანულმა Azertelecom-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მხარეებს ერთმანეთის ტერიტორიების გავლით ინტერნეტტრაფიკის მარშრუტიზაციის უფლებას აძლევს. რადიო თავისუფლების ცნობით, აღნიშნული შეთანხმება აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, საკუთარი ექსკლავი ნახიჩევანი, სომხური ინფრასტრუქტურის გამოყენებით ინტერნეტით უზრუნველყოს.

ორივე კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება კომერციულ საფუძველზე მათი ქვეყნების გავლით ინტერნეტის ტრანზიტსა და გადაცემას ითვალისწინებს. კომპანიების განმარტებით, ეს ნაბიჯი აფართოებს საერთაშორისო ინტერნეტტრაფიკის მიმწოდებელი ქვეყნების გეოგრაფიას და უზრუნველყოფს ტრანზიტს აზერბაიჯანში საკუთარი ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

Telecom Armenia-ს დირექტორის მოადგილემ, არამ ბარსეღიანმა რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად პირველ რიგში საჭიროა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანხმობა.

ბარსეღიანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ეფუძნება TRIPP-ის ლოგიკას, თუმცა უშუალოდ ამ პროექტის ნაწილი არ არის. TRIPP არის სომხეთს, აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით (მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზებითა და გაზსადენებით) დააკავშირებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ ხიდურელმა ტაშკენტში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები წარადგინა

მიხეილ ხიდურელმა ტაშკენტში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები წარადგინა

BM.GE

ევროპარლამენტმა ციფრული ევროს ინიციატივას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ციფრული ევროს ინიციატივას მხარი დაუჭირა

BM.GE

გასართობ და სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ - პარლამენტმა კანონი მიიღო

გასართობ და სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ - პარლამენტმა კანონი მიიღო

BM.GE

დონორებისგან გრანტის მიღებას/გაცემას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეძლებს - კანონში მორიგი ცვლილებებია

დონორებისგან გრანტის მიღებას/გაცემას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეძლებს - კანონში მორიგი ცვლილებებია

BM.GE