მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონორებისგან გრანტის მიღებას/გაცემას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეძლებს - კანონში მორიგი ცვლილებებია
დონორებისგან გრანტის მიღებას/გაცემას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეძლებს - კანონში მორიგი ცვლილებებია

დონორებისგან გრანტის მიღებას/გაცემას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეძლებს - კანონში მორიგი ცვლილებებია

BM.GE23 ივნისი, 2026, 18:49|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი გრანტის მიღებას და გაცემას შეძლებს - ამას ითვალისწინებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებული ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ დღეის მდგომარეობით კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ მიიღოს გრანტი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, გასცეს გრანტი სხვა პირებზე.

„ფონდის მიერ გრანტების მიღება, შესაძლებელს გახდის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას საწესდებო მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მიზნით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ავტორები კი აღნიშნავენ, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომლის აქციათა 100%-ის მფლობელია სახელმწიფო, საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გეგმავს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვასა და იგივე მიზნობრიობით თავის მხრივ გრანტების გაცემას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებზე.

ინიციირებული პროექტის მიხედვით, გრანტის შესახებ კანონის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5¹ მუხლებში. შედეგად გრანტის მიმღებ ისე გამცემ პირად დამატებით განისაზღვრება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“.

ასევე ცვლილება შედის მე-5¹ მუხლის მეორე პუნქტში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით -

„2. გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.“

ამ კორექტირებით საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს უფლება ექნება იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. აქამდე ეს უფლება ჰქონდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი და ზოგადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ზაურ დარგალი, ვარლამ ლიპარტელიანი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ ხიდურელმა ტაშკენტში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები წარადგინა

მიხეილ ხიდურელმა ტაშკენტში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები წარადგინა

BM.GE

ევროპარლამენტმა ციფრული ევროს ინიციატივას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ციფრული ევროს ინიციატივას მხარი დაუჭირა

BM.GE

აზერბაიჯანი ნახიჩევანთან ინტერნეტკავშირს სომხეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიიღებს

აზერბაიჯანი ნახიჩევანთან ინტერნეტკავშირს სომხეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიიღებს

BM.GE

გასართობ და სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ - პარლამენტმა კანონი მიიღო

გასართობ და სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ - პარლამენტმა კანონი მიიღო

BM.GE