მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას შუამავალი კომპანიის გარეშე შევიძენთ - კობახიძე
აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას შუამავალი კომპანიის გარეშე შევიძენთ - კობახიძე

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას შუამავალი კომპანიის გარეშე შევიძენთ - კობახიძე

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 15:32|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს შუამავალი კომპანიის გარეშე განახორციელებს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ელექტროენერგიის იმპორტისას შუამავალი კომპანიების გამოყენება აღარ იგეგმება. პრემიერის თქმით, შუამავლის გამორიცხვა სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის დაზოგვას გამოიწვევს.

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება იმპორტი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სემეკის ენერგობალანსის სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან 164 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა; 2025 წელს 417 მილიონი კილოვატ საათი; 2024 წელს 186 მილიონი კილოვატ საათი; 2023 წელს კი 3.3 მლნ კილოვატ საათი. თუმცა, იმპორტის სტატისტიკაში მითითებულია რომ იმპორტი განხორციელებული იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო კომერციული ოპერატორი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში ბოლოს 2021 წელს იყო მითითებული - შპს "თბილისის საინვესტიციო ჯგუფი".

ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი; რუსეთიდან შპს ლუქს ენერჯი; სომხეთიდან კი შპს თრეიდინგ სოლოუშენსი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრორუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
კობახიძე →აზერბაიჯანის →გარეშე →

მსგავსი სტატიები

თელავის ახალი აეროპორტი და მესტიის ახალი ტერმინალი ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა | პრემიერი

თელავის ახალი აეროპორტი და მესტიის ახალი ტერმინალი ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა | პრემიერი

BM.GE

აგვისტოში მშენებლობა თვის ჭრილში გაიაფდა, წლიურად კი 3.4%-ით გაძვირდა|მიზეზები

აგვისტოში მშენებლობა თვის ჭრილში გაიაფდა, წლიურად კი 3.4%-ით გაძვირდა|მიზეზები

BM.GE

საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა, ვისურვებდი, რომ მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს - მარტა კოსი

საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა, ვისურვებდი, რომ მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს - მარტა კოსი

BM.GE

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა

BM.GE