
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს საწვავი კიდევ მიაწოდა
BM.GE|bm.ge
სომხეთმა აზერბაიჯანული საწვავი ისევ მიიღო. აზერბაიჯანული სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, სომხეთის მიმართულებით 984 ტონა დიზელის საწვავით დატვირთული 17 სარკინიგზო ვაგონი საქართველოს გავლით გაემგზავრება.
დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან სომხეთში ექსპორტირებულია 12 ათას ტონაზე მეტი დიზელის საწვავი, 979 ტონა პრემიუმისა და 2 955 ტონა რეგულარის საწვავი. აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ექსპორტი 2025 წლის დეკემბერშიც განხორციელდა. კერძოდ, 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ SOCAR-მა სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა რეგულარის მარკის ბენზინი მიაწოდა.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge