მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზიიდან, მათ შორის იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ტურისტების მოსაზიდად მუშაობა უნდა გაგრძელდეს - Queen Tamada
აზიიდან, მათ შორის იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ტურისტების მოსაზიდად მუშაობა უნდა გაგრძელდეს - Queen Tamada

აზიიდან, მათ შორის იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ტურისტების მოსაზიდად მუშაობა უნდა გაგრძელდეს - Queen Tamada

BM.GE17 ივლისი, 2026, 00:10|bm.ge

ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ევროპასთან ერთად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზრებია აზიის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, იაპონია და სამხრეთ კორეა.

როგორც გიორგი დარციმელიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ამ ქვეყნებიდან ვიზიტორების მოზიდვაზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, ამ ბაზრებიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება უკვე არის, თუმცა მეტია სამუშაო.

“აზიის ბაზარს რაც შეეხება, არაერთხელ მითქვამს, რომ ისეთი ქვეყნები როგორიცაა მაგალითად ჩინეთი, ფილიპინები, რომელიც 100-მილიონიანი ბაზარია, საქართველოსთვის საინტერესო უნდა იყოს მისი შეძლებული სეგმენტის გათვალისწინებით. ასევე ინდოეთი, რომელიც მოსახლეობით ჩინეთს აჭარბებს უკვე, თუნდაც მცირე რაოდენობამ რომ აიღოს საქართველოსკენ ორიენტაცია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ტურისტები არიან, თანაც ინდოეთისთვის ინგლისური ენა ჩვეულებრივად მისაღებია. ბევრი ქართველი გიდი ინგლისურად საუბრობს და სერვისების მხრივაც არ იქნება პრობლემა, რომ მათ გავუწიოთ მომსახურება.

ასევე მზარდი ინტერესია სამხრეთ კორეის მხრიდან, ისინი საკმაოდ კარგი ტურისტები არიან იაპონელების მსგავსად. ისეთ ქვეყნებთან, როგორიც იაპონია და სამხრეთ კორეაა, რომლებიც საქართველოსთვის მართლა სანატრელ ტურისტს წარმოადგენენ, მაქსიმალურად უნდა მოხდეს მუშაობა, რომ ტურისტების მოზიდვა გაგრძელდეს. ვერ ვიტყვით, რომ დღეს გვაქვს ეს სიტუაცია. გასაგებია, რომ პოტენციალშიც არის და გარკვეული მზადყოფნაც არის, მაგრამ სტატისტიკაზე ეს ჯერჯერობით არ ისახება”, - განაცხადა გიორგი დარციმელიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხრეთ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსებაიმედი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • Reuters: ირანთან ომში დახმარებაზე უარის გამო, ტრამპი სამხრეთ კორეასთან ერთობლივ წვრთნებს ამცირებსრუსთავი 2
  • აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბს მნიშვნელოვნად შეამცირებსტვ პირველი
სამხრეთ →

მსგავსი სტატიები

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

BM.GE