მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდა - Netgazeti
კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდა - Netgazeti

კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდა - Netgazeti

ნეტგაზეთი26 აგვისტო, 2026, 18:07|netgazeti.ge

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია, რომელსაც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები ერთად აწარმოებდნენ”.

ამის შესახებ კირიენკომ ცხინვალში, “რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების” 18 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო შეკრებაზე განაცხადა.

„18 წლის წინ მომხდარი მოვლენები ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა ერთად, ფაქტობრივად, გვერდიგვერდ, მხარდამხარ განვლეს. ეს მოვლენები იოლად არ მოსულა და სამხრეთ ოსეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მხოლოდ ხუთი გმირული დღით არ შემოიფარგლებოდა – ის ორ ათეულ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სამხრეთ ოსეთის გმირებისა და რუსეთის გმირების სისხლი დაიღვარა“, – განაცხადა კირიენკომ.

მისი თქმით, რუსებსა და ოსებს „ფაშიზმისა და ნაციზმის გენეტიკური მიუღებლობა“ აერთიანებთ.

კირიენკოს განცხადებით, ეს „ძმობა“ ბრძოლებში გამოიწრთო – 2008 წელს როკის გვირაბიდან და ცხინვალის დაცვიდან დაწყებული, ავდეევკაში, ჩასოვ იარში, კონსტანტინოვკასა და კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებით გაგრძელებული.

„18 წლის წინაც და ახლაც, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მხარდამხარ ვდგავართ. მთელი რუსეთი მადლიერია ოსეთის მიწის გმირების, რომლებიც დღეს გმირულად იბრძვიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ.

მედიის ცნობითვე, კირიენკომ პატივი მიაგო “სამხრეთ ოსეთის დამცველთა” ხსოვნას და გაიხსენა როგორც დაღუპული გმირები, ისე ისინი, ვინც დღესაც „სამშობლოს თავისუფლებისთვის“ იბრძვიან.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ ვუღალატოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაიღეს, და უზრუნველვყოთ, რომ განხორციელდეს ის, რაზეც ისინი ოცნებობდნენ და რისთვისაც იბრძოდნენ. ეს არის სამხრეთ ოსეთის ხალხის კეთილდღეობა, მშვიდობა და კეთილდღეობა ამ დალოცვილ მიწაზე“, -განაცხადა კირიენკომ.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ხელისუფლების ოპონენტებს შორის Facebook-პოსტებით ბრძოლა გრძელდება - დაპირისპირების მთავარი გმირი კვლავ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილიარუსთავი 2
  • ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
  • "ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოაწერა" - ექს-პრემიერი სამართლებრივ ბრძოლას აპირებსტვ პირველი
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლის

ნეტგაზეთი

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი