მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაგებში ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას ვგეგმავთ - კახა კალაძე
ბაგებში ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას ვგეგმავთ - კახა კალაძე

ბაგებში ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას ვგეგმავთ - კახა კალაძე

BM.GE1 მაისი, 2026, 04:10|bm.ge

"უახლოეს მომავალში ბაგებში, ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, ვგეგმავთ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას. პირველი პროექტი იქნება ღია საცურაო აუზით", - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მსგავსი პროექტები უკვე განახორციელა სამგორსა და დიდ დიღომში, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს.

„დავამთავრეთ ორი ძალიან დიდი პროექტი. ერთი სამგორის რაიონში და მეორე დიდ დიღომში. ორივე მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი არის გადატვირთული. ყველა ასაკის ადამიანი დადის. იცით, რომ 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის კვირის კონკრეტულ დღეებსა და საათებში გვაქვს ყველა ინფრასტრუქტურა უფასო. ეს არის საცურაო აუზები, სატრენაჟორო სივრცეები. ყველაფერი შეუძლიათ გამოიყენონ ყოველგვარი გადასახადის გარეშე.

რამდენიმე დღის წინ ვიყავით სამგორის რაიონში, სადაც გასულ წელს მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი გავხსენით და მაშინვე დავაანონსეთ, რომ ირგვლივ არსებულ ტერიტორიას მოვაწესრიგებდით. პროექტის სახით გავაკეთეთ ჩოგბურთის და პადელის მოედნები, რომელიც დღეს უკვე ფუნქციონირებს.

გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბაგებში ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას. პირველი პროექტი იქნება ღია საცურაო აუზით“, - აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარებარუსთავი 2
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE