
ბანკების მოგება ₾2.5 მლიარდამდე გაიზარდა - როგორ შეიცვალა TOP მოგებიანი ბანკების რეიტინგი?
საბანკო სექტორს წმინდა მოგება გაეზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 8 თვეში 19-მა კომერციულმა ბანკმა 2.564 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წლიურად 428.8 მლნ ლარით, ანუ 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საბანკო სექტორის წმინდა მოგება
• 2026 წლის 8 თვე - 2 564 621 000 ლარი + 20% • 2025 წლის 8 თვე - 2 13
ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ წმინდა მოგებით “საქართველოს ბანკი” ლიდერობს, რომელმაც 8 თვე 1.291 მლრდ ლარის მოგებით დახურა. მეორე ადგილს იკავებს „თიბისი“ - 936.8 მლნ ლარით, სამეულში შედის ბაზისბანკი. ამ ბანკმა იანვარ-აგვისტოში 97.19 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.
ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით / 2026 წლის 8 თვე
• საქართველოს ბანკი - 1.291 მლრდ ლარი • თიბისი - 936.8 მლნ ლარი • ბაზისბანკი - 97.19 მლნ ლარი • ლიბერთი - 80.44 მლნ ლარი • კრედო - 57.57 მლნ ლარი • პროკრედიტი -25.72 მლნ • ქართუ - 24.86 მლნ ლარი • ტერა ბანკი - 21.21 მლნ ლარი • ხალიკ ბანკი - 16.73 მლნ ლარი • იშ ბანკი - 10.02 მლნ ლარი • მიკრობანკი კრისტალი - 10 მლნ ლარი • პეივ ბანკი - 8.59 მლნ ლარი • ზირაათ ბანკი - 6.38 მლნ ლარი • პაშაბანკი - 5.83 მლნ ლარი • მიკრობანკი ემბისი - 2.21 მლნ ლარი
19-დან 4 ბანკი ზარალზეა. ყველაზე დიდი 18.2 მილიონიანი ზარალი „სილქ ბანკს“ აქვს. ზარალიან ბანკებს შორის არიან „პეისერა“,“ ჰეშბანკი“ და „ვითიბიც“ .
ზარალიანი ბანკები / 2026 წლის 8 თვე
• პეისერა (-1.60 მლნ ლარი) • ჰეშბანკი (-7.67 მლნ ლარი) • ვითიბი ბანკი (-2.65 მლნ ლარი) • სილქ ბანკი (-18.26 მლნ ლარი)
აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის აქტივების ჯამური მოცულობა 115.195 მლრდ ლარს აღემატება. შარშან ამ პერიოდში აქტივების მოცულობა 101.877 მლრდ ლარი იყო. აქტივების 75% ორ ბანკზე - "საქართველოს ბანკსა" და "თიბისიზე" მოდის.
BM.GE
წყარო: bm.ge