მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-სუფსის მილსადენის ამოქმედებას უზრუნველვყოფთ, რომელიც 3 წელია გაჩერებულია - კობახიძე
ბაქო-სუფსის მილსადენის ამოქმედებას უზრუნველვყოფთ, რომელიც 3 წელია გაჩერებულია - კობახიძე

ბაქო-სუფსის მილსადენის ამოქმედებას უზრუნველვყოფთ, რომელიც 3 წელია გაჩერებულია - კობახიძე

BM.GE18 მაისი, 2026, 22:50|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებით ბაქო-სუფსის მილსადენი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაჩერებულია, ამუშავდება.

"მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშრიდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს. ეს მილსადენი რეალურად, გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება რა თქმა უნდა, საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება, აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა, ყოველწლიურად, ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს. ამ სამი წლის განმავლობაში, შემოსავალი უტოლდებოდა ნულს, გაჩერებული იყო მილსადენი და ამ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება ამ მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება,“- აღნიშნა პრემიერმა.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი, რომელიც ცნობილია ბაქო-სუფსის სახელით, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. უკრაინის ომამდე ბაქო-სუფსით წლიურად საშუალოდ 4 მლნ ტონა ნავთობი გადაჰქონდათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE