მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-სუფსის მილსადენში ყაზახური ნავთობის გატარებაც იგეგმება - ირაკლი კობახიძე
ბაქო-სუფსის მილსადენში ყაზახური ნავთობის გატარებაც იგეგმება - ირაკლი კობახიძე

ბაქო-სუფსის მილსადენში ყაზახური ნავთობის გატარებაც იგეგმება - ირაკლი კობახიძე

BM.GE19 მაისი, 2026, 19:01|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობაძე ამბობს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენში ყაზახური ნავთობის გატარებაც იგეგმება.

დღეს, 19 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ ასევე თქვა, რომ ამ ნავთობსადენის ამუშავებით ყოველწლიურად საქართველო დაახლოებით 10 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს.

"რაც შეეხება ბაქო-თბილისი-სუფსას, მთავარი არის ის, რომ იგი 3 წლის მანძილზე გაჩერებული იყო. ეს იყო ათეულობით მილიონი ლარის პოტენციური შემოსავალი, რასაც ქვეყანა ვერ იღებდა.

ახლა რა თქმა უნდა, აქაც ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ, სავარაუდოდ, მათ შორის ყაზახური ნავთობპროდუქტების გატარების საფუძველზეც, ეს სადენი სათანადოდ ამოქმედდება, საიდანაც სერიოზული შემოსავლები შემოვა. დანარჩენი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული მხარის საქმე და ჩვენი საერთო შეთანხმებების საგანია თუ რომელი ქვეყნიდან მოხდება ნავთობპროდუქტების გატარება და ასე შემდეგ. თუმცა მთლიანობაში, მთავარი არის ის, რომ წლების მანძილზე გაჩერებული მილსადენი ამოქმედდება და აქედან ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონ შემოსავალს მიიღებს", - განაცხადა კობახიძემ.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი, რომელიც ცნობილია ბაქო-სუფსის სახელით, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. უკრაინის ომამდე ბაქო-სუფსით წლიურად საშუალოდ 4 მლნ ტონა ნავთობი გადაჰქონდათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE