
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი 8,6%-ით შემცირდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი 8,6%-ით შემცირდა.
სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ 2026 წლის იანვარ-ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ტრანზიტული ნავთობის მოცულობამ 14,7 მლნ ტონა შეადგინა, რაც აზერბაიჯანის საერთო გადაზიდვების 76,8%-ია. თუმცა მილსადენის დატვირთვის მაჩვენებელი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.383 მლნ ტონით (8,6%-ით) ნაკლებია.
მილსადენით გატარებული ნავთობის საერთო მოცულობის 82,3% (12,15 მილიონი ტონა) - ძირითადად აზერბაიჯანის საბადოებიდან არის მოპოვებული, 17.7% კი რაც 2.6 მლნ ტონაა ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქმენეთის და ყაზახეთის ნავთობია.
აღსანიშნავია, 2026 წლის 1 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენის ოპერატორის ფუნქციები BP Exploration (Caspian Sea) Limited-ისგან SOCAR-ის შვილობილ კომპანიას — „SOCAR Midstream Operations MMC“-ს (SMO) გადაეცა. ცვლილება მოიცავს მილსადენის სამივე მონაკვეთს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე, ასევე სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP) სისტემების მართვას.
BM.GE
წყარო: bm.ge