მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორის შეცვლის გამო, მთავრობამ მილსადენების დაცვის წესში ცვლილებები შეიტანა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორის შეცვლის გამო, მთავრობამ მილსადენების დაცვის წესში ცვლილებები შეიტანა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორის შეცვლის გამო, მთავრობამ მილსადენების დაცვის წესში ცვლილებები შეიტანა

BM.GE10 ივლისი, 2026, 20:41|bm.ge

საქართველოს მთავრობამ მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესში ცვლილება შეიტანა და ოპერატორის განმარტება განაახლა. ცვლილება უკავშირდება 2026 წლის პირველი ივლისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის ოპერატორის ფუნქციის BP-დან SOCAR-ზე გატანას.

2026 წლის 9 ივლისს მიღებული მთავრობის №320 დადგენილებით შეიცვალა 2013 წელს დამტკიცებული „მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ ერთ-ერთი ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, ვინ ითვლება მაგისტრალური მილსადენის ოპერატორად.

განახლებული რედაქციის თანახმად, ოპერატორად მიიჩნევა პირი, რომელიც მაგისტრალური მილსადენის ექსპლუატაციას ახორციელებს ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ლიცენზია საჭირო არ არის, მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ ასეთი პირი არ არსებობს, ოპერატორად ჩაითვლება თავად მესაკუთრე. ცვლილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

დადგენილების მიღება ემთხვევა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორის ცვლილების პროცესს. 2026 წლის ივლისიდან BTC-ის ოპერატორის ფუნქციას BP SOCAR-ს გადასცემს. შედეგად, BP დაასრულებს საქართველოზე გამავალი ორივე ნავთობსადენის - ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის - ოპერირებას.

სააგენტოს ინფორმაციით, SOCAR BTC-ის ოპერატორი იქნება მილსადენის სამივე მონაკვეთზე — აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში. რაც შეეხება ბაქო-სუფსის ნავთობსადენს, მისი ქართული მონაკვეთის ოპერატორის ფუნქცია BP-მ საქართველოს მთავრობას 2026 წლის ივნისში გადასცა.

BP-ის კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა პრეზიდენტმა ჯიო კრისტოფოლიმ განაცხადა, რომ კომპანია ამაყობს მრავალი წლის განმავლობაში BTC-ის უსაფრთხო და საიმედო ოპერირებით და დარწმუნებულია, რომ SOCAR ამ სტანდარტების დაცვას გააგრძელებს.

BP-ის 2026 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 49 მილიონი ბარელი, ანუ 6 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მილიონი ბარელით ნაკლებია.

1768-კილომეტრიანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლის ივნისში შევიდა. BP-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით მილსადენით ჯამში 4.7 მილიარდი ბარელი, ანუ 626 მილიონ ტონაზე მეტი ნედლი ნავთობია ტრანსპორტირებული.

დღეის მდგომარეობით, BTC Pipeline Company-ის აქციონერები არიან: SOCAR (32.97%), BP (30.10%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGC Videsh (3.10%), ExxonMobil (2.50%) და INPEX (2.50%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • სააპელაციო სასამართლო: 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოქალაქეს, მოსამართლეს და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელს ულოცავს კონსტიტუციის დღესიმედი
  • პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავარუსთავი 2
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

"ლუდის იმპორტი მზარდია, ექსპორტი კლებადი ტენდენციით ხასიათდება" - ვინ არიან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები?

"ლუდის იმპორტი მზარდია, ექსპორტი კლებადი ტენდენციით ხასიათდება" - ვინ არიან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები?

BM.GE

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

BM.GE

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

BM.GE