
ბაქო-თბილისის მატარებლის ბილეთები 30-ის ნაცვლად 90 დღით ადრე გაიყიდება
BM.GE|bm.ge
ბაქო-თბილისის მატარებელზე ბილეთები 30-ის ნაცვლად 90 დღით ადრე გაიყიდება. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA ქვეყნის რკინიგზაზე დაყრდნობით იუწყება.
ბაქო-თბილისის მარშრუტზე დიდი მოთხოვნის გამო, ბილეთები გამოსვლიდან მოკლე დროში იყიდება, მაღალი მოთხოვნის საპასუხოდ კი 11 ივნისიდან მატარებლებს დამატებითი ვაგონი დაემატა.
სააგენტოს თანახმად, მაღალი მოთხოვნის მიზეზი ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარია, რომელიც აზერბაიჯანს სხვა მეზობელი ქვეყნების მსგავსად, საქართველოსთანაც ჩაკეტილი აქვს. შედეგად, აზერბაიჯანში საქართველოდან ჩასვლა მხოლოდ სარკინიგზო და საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით ბოლო გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრის გახსნა ივლისამდე აქვს გადადებული.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge