მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმის ნავთობტერმინალი ახალ ინვესტიციებზე უარს ამბობს - კომპანიის განმარტება
ბათუმის ნავთობტერმინალი ახალ ინვესტიციებზე უარს ამბობს - კომპანიის განმარტება

ბათუმის ნავთობტერმინალი ახალ ინვესტიციებზე უარს ამბობს - კომპანიის განმარტება

BM.GE6 აგვისტო, 2026, 03:45|bm.ge

ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის ოპერატორი, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ახალი სარეზერვუარო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და გაფართოების გეგმებზე უარს ამბობს. ამის ნაცვლად, კომპანია არსებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემცირებასა და ოპტიმიზაციას გეგმავს, რაც რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს, ნაწილის ექსპლუატაციიდან გამოყვანასა და მათი ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას ითვალისწინებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის წარდგენილი გზშ დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი.

ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს კომპანია 2006 წლიდან, 49-წლიანი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ოპერატორია ყაზახური KazTransOil, რომელიც, თავის მხრივ, ყაზახეთის სუვერენული საინვესტიციო ფონდის „Samruk-Kazyna“-ს ჯგუფში შედის. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული დოკუმენტაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კომპანიის დირექტორმა, მარლენ ტულეგენოვმა წარადგინა.

დოკუმენტაციის მიხედვით, საინვესტიციო გეგმების გადახედვის მთავარი მიზეზი ტერმინალის მრავალწლიანი არასრული დატვირთვაა. მოქმედი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება წლიურად 5.02 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვას ითვალისწინებს, თუმცა 2020-2025 წლებში ფაქტობრივი ტვირთბრუნვა მხოლოდ 1.05-1.93 მილიონ ტონას შორის მერყეობდა, რაც საპროექტო მოცულობის დაახლოებით 21-38%-ს შეადგენდა.

კომპანია პროგნოზირებს, რომ 2026-2030 წლებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 4.3 მილიონ ტონამდე გაიზრდება, თუმცა ეს მაჩვენებელიც კვლავ ჩამორჩება ტერმინალის სრულ საპროექტო სიმძლავრეს.

გზშ-ის ავტორების განმარტებით, სწორედ ამ გარემოების გამო, კომპანიამ უარი თქვა რეზერვუარების სრულმასშტაბიან განახლებასა და ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ამის ნაცვლად, დაგეგმილია არსებული აქტივების უფრო ეფექტიანი გამოყენება — ტექნიკურად გამართული რეზერვუარების შენარჩუნება, მათი გადანაწილება სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესში და დემონტაჟის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამას კონკრეტული ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა მოითხოვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორაიმედი
  • ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • პრემიერი: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის, გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამაში მთელი აგენტურაა ჩართულირუსთავი 2
  • ისტორიული შენობა გადაღებეს - ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახე შეცვალესტვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

BM.GE

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

BM.GE

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

BM.GE

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

BM.GE