მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის 8.9 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა
ბათუმში ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის 8.9 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

ბათუმში ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის 8.9 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE28 ივლისი, 2026, 00:02|bm.ge

ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ იოსებ გრიშაშვილის N7-ში მდებარე ავარიული შენობის ჩანაცვლებისა და ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 8 949 732 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 2026 წლის 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, სადაც ჯამში 75 ბინა მოეწყობა. მათგან 43 ბინა კერძო პირებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ბინა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება.

კერძო პირებისთვის განკუთვნილი ბინები შავი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება, ხოლო მერიის საკუთრებაში გადასაცემი ბინები დასრულებული სახით მოეწყობა. პირველ სართულზე დაგეგმილია კომერციული სივრცეები და ტექნიკური სათავსები.

პროექტის დასრულების ვადად 2027 წლის 10 დეკემბერია განსაზღვრული. 2026 წელს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება არაუმეტეს 6 მილიონი ლარის ფარგლებში იგეგმება. ასევე, გათვალისწინებულია ხელშეკრულების ღირებულების მაქსიმუმ 30%-ის ოდენობის ავანსის შესაძლებლობა შესაბამისი გარანტიის წარდგენის შემთხვევაში.

ტენდერში მონაწილე კომპანიებს მოეთხოვებათ შესაბამისი გამოცდილება — 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეთ ანალოგიური სამშენებლო სამუშაოები ჯამურად მინიმუმ 10 მილიონი ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში — არანაკლებ 4 მილიონი ლარის მოცულობით.

პროექტის მიხედვით, ახალი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და მოიცავს მონოლითურ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, ლიფტებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას. სამუშაოებზე განსაზღვრულია სხვადასხვა საგარანტიო ვადები, მათ შორის 20-წლიანი გარანტია რკინაბეტონის კონსტრუქციებზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • მოქალაქე ლევან სვიანიშვილი 1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე. ასევე 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძესიმედი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 8 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • TI: „ოცნებისთვის“ 60 000 ლარის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712-ათასიანი კონტრაქტი გააფორმა”ნეტგაზეთი
ლარი →სახლში →

მსგავსი სტატიები

"მხოლოდ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის - დასავლელ ინვესტორებს მეტი განჭვრეტადობა სჭირდებათ"|ინტერვიუ ბიზნესმენთან

"მხოლოდ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის - დასავლელ ინვესტორებს მეტი განჭვრეტადობა სჭირდებათ"|ინტერვიუ ბიზნესმენთან

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

11 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

11 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

BM.GE

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

BM.GE