მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში ბინების გაყიდვები 15.8%-ით გაიზარდა, ქირა კი 7.3%-ით შემცირდა - Galt & Taggart
ბათუმში ბინების გაყიდვები 15.8%-ით გაიზარდა, ქირა კი 7.3%-ით შემცირდა - Galt & Taggart

ბათუმში ბინების გაყიდვები 15.8%-ით გაიზარდა, ქირა კი 7.3%-ით შემცირდა - Galt & Taggart

BM.GE2 ივნისი, 2026, 14:18|bm.ge

ბათუმში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. „გალტ & თაგარტის“ მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქალაქში ტრანზაქციების რაოდენობა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში ბათუმში სულ 4,049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.8%-იან ზრდაა. აქედან, პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 21.1%-ით (2,180 ბინა), ხოლო მეორად ბაზარზე 10.1%-ით (1,869 ბინა) არის გაზრდილი.

ამასთანავე, „გალტ & თაგარტის“ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც რეალურ დროში ასახავს ტენდენციებს, პირველად ბაზარზე გაყიდვების კიდევ უფრო მკვეთრ - 70.6%-იან წლიურ ზრდაზე მიუთითებს.

მიუხედავად გაყიდვების მატებისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პირველად ბაზარზე აქტივობა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-2023 წლების რეკორდულ მაჩვენებლებს. ამავდროულად, გასაყიდი ბინების რაოდენობა ზრდას განაგრძობს, რაც ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკებს აჩენს.

რაც შეეხება ფასებს, პირველად ბაზარზე ფასების ზრდის ტემპი მაინც მაღალია:

• 2026 წლის მარტში, პირველად ბაზარზე მზა ბინების კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1,893 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 8.7%-იანი ზრდაა. • მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და 1,479 აშშ დოლარი შეადგინა.

„ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

კვლევის მიხედვით, ბათუმის უბნებს შორის გაყიდვების რაოდენობითა და ფასების მიხედვით მკვეთრი განსხვავებები ფიქსირდება. 2026 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ბინა ახალ ბულვარში გაიყიდა, ყველაზე ძვირი კი ძველი ბათუმის ტერიტორიაა:

• ახალი ბულვარი: გაიყიდა 1,671 ბინა; საშუალო ფასი — $1,787 კვ.მ-ზე. • გმირთა ხეივანი: გაიყიდა 811 ბინა; საშუალო ფასი — $2,081 კვ.მ-ზე. • შიდა არეალი: გაიყიდა 492 ბინა; საშუალო ფასი — $1,715 კვ.მ-ზე. • პერიფერიები: გაიყიდა 416 ბინა; საშუალო ფასი — $1,565 კვ.მ-ზე. • მახინჯაური: გაიყიდა 317 ბინა; საშუალო ფასი — $1,819 კვ.მ-ზე. • ძველი ბათუმი: გაიყიდა 283 ბინა; საშუალო ფასი — $3,146 კვ.მ-ზე. • ქობულეთი: გაიყიდა 120 ბინა; საშუალო ფასი — $1,805 კვ.მ-ზე. • გონიო-კვარიათი: გაიყიდა 59 ბინა; საშუალო ფასი — $2,075 კვ.მ-ზე.

დეველოპერების გამოკითხვის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში უძრავი ქონების მყიდველებს შორის კვლავ საქართველოს მოქალაქეები ლიდერობენ (37%). მათ მოსდევენ ევროპის ქვეყნების (18%), ისრაელის (16%), ასევე უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები (13%).

რაც შეეხება ქირის ბაზარს, Airbnb-ის აპარტამენტებში საშუალო დღიური ქირა (ADR) ბათუმში წლიურად 7.3%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 27.2 აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად კლებისა, ქირის შემოსავლიანობა ბათუმში მაინც მაღალია და 7.1%-ს შეადგენს, რითაც ის მხოლოდ დუბაის (8.5%) ჩამორჩება და უსწრებს ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ანტალია, ნიქოზია, ლიმასოლი და პორტო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდატვ პირველი
  • პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართაიმედი
  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE