მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მოგებიანი ბანკების სამეულშია
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მოგებიანი ბანკების სამეულშია

ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მოგებიანი ბანკების სამეულშია

BM.GE5 აგვისტო, 2026, 14:07|bm.ge

ბაზისბანკი განაგრძობს ქართულ საფინანსო ბაზარზე მდგრად განვითარებას და პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას ყველა საკვანძო სეგმენტში და 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგების მიხედვით, მოგებიანი ბანკების სამეულშია.

ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლები ციფრებში:

• მთლიანი აქტივები 6.2 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%. • მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.7 მილიარდი ლარი, ზრდა 22%. • მთლიანი დეპოზიტების პორტფელი 4 მილიარდი ლარი, ზრდა 40%. • წმინდა მოგება 74 მილიონი ლარი, ზრდა 44%.

ბაზისბანკი კვლავ ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია და სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და იურიდიული პირების პორტფელის ზრდამ 28%, 2.8 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საცალო სესხების მოცულობამ 942 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი ბბ ლიზინგისა და ბბ დაზღვევის 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით - ბბ ლიზინგის პორტფელმა 48 მილიონი ლარი შეადგინა, პორტფელის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ა. ბბ დაზღვევის მიერ 2026 წლის 6 თვეში მოზიდულმა პრემიამ 9.5 მილიონი ლარი შეადგინა.

2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.51% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 14.05%.

„ბაზისბანკის 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ბანკი სწორი სტრატეგიითა და მზარდი ტემპით ვითარდება. მოგებიანი ბანკების სამეულში მოხვედრა ჩვენი გუნდის შრომისა და პარტნიორების ურყევი ნდობის შედეგია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის მდგრადობას, მომხმარებელთა სანდოობის მაღალ ხარისხს და ბაზისბანკის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური საყრდენის, პოზიციას.

ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა 2026 წლის უმსხვილესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა, რომელმაც სრულიად ახალი მასშტაბი და შესაძლებლობები შესძინა ბაზისბანკის ჯგუფს. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრად განვითარებას და როგორც ბიზნესის, ისე საცალო სექტორის მხარდაჭერას, რათა მომხმარებელს საუკეთესო საბანკო გამოცდილება შევუქმნათ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.“ - ბაზისბანკის და ლიბერთის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ლიბერთი საქართველოს მასშტაბით ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მონაცემებით ბანკის აქტივები 6.3 მილიარდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.6 მილიარდი ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 5 მილიარდი ლარი. 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგება 52.8 მილიონი ლარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეურაცხყოფისთვის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძერუსთავი 2
  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა - სამინისტრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა - სამინისტრო

BM.GE

წყალტუბოში ერთ-ერთ კომპანიას 1900 კგ საქონლის ხორცი უკანონოდ გადაჰქონდა - შემოსავლების სამსახური

წყალტუბოში ერთ-ერთ კომპანიას 1900 კგ საქონლის ხორცი უკანონოდ გადაჰქონდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

BM.GE

ნავთობის ფასი $75-მდე შემცირდა

ნავთობის ფასი $75-მდე შემცირდა

BM.GE