მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა - სამინისტრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა - სამინისტრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა - სამინისტრო

BM.GE5 აგვისტო, 2026, 15:51|bm.ge

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი სადგური სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ობიექტი მოემსახურება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს. ამასთან, შეიქმნა დამატებით სამუშაო ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა დაესწრნენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ნარჩენების გადამტვირთავი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადგური, რომელიც მოემსახურება ორ მუნიციპალიტეტს - დმანისსა და ბოლნისს. პროექტი შეადგენს თეთრიწყაროში ნარჩენების განთავსების მშენებარე ობიექტის ინფრასტრუქტურულ ნაწილს. საბოლოოდ, მათი ექსპლუატაციაში შესვლა გააუმჯობესებს როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე, რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მიხეილ გოგოლიძემ აღნიშნა, რომ ახალ ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება: „ვაგრძელებთ ახალი ობიექტების გახსნას. ვიმყოფებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც გაიხსნა ახალი გადამტვირთავი სადგური, რომელიც შედგება ოთხი უჯრედისაგან. ობიექტზე მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღიჭურვა სპეციალური ავტომობილებით. ნარჩენების გადამტვირთავი სადგური მოემსახურება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს, შესაბამისად, დაწყებულია ბოლნისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დასახურად საჭირო პროცედურები“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ოპერირების პარალელურად, მიმდინარეობს ბოლნისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები. მიმდინარე წლის ბოლოს, ნარჩენების განთავსების ძველი ობიექტის დიდი ნაწილი, კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაიხურება. ფუნქციონირებას გააგრძელებს მხოლოდ ძველი ნაგავსაყრელის ცხოველური ნარჩენების განთავსების უჯრედი, რომლის დახურვაც 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • მოლდოვაში თალიბების დელეგაცია ჩავიდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ოფიციალური შეხვედრები არ გაიმართებაიმედი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
  • BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს - სამინისტროს თქმით, შვებულებაშიაფორმულა
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე ირწმუნება, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება

კახა კალაძე ირწმუნება, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება

BM.GE

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

BM.GE

წყალტუბოში ერთ-ერთ კომპანიას 1900 კგ საქონლის ხორცი უკანონოდ გადაჰქონდა - შემოსავლების სამსახური

წყალტუბოში ერთ-ერთ კომპანიას 1900 კგ საქონლის ხორცი უკანონოდ გადაჰქონდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

BM.GE