მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

BM.GE14 აგვისტო, 2026, 19:39|bm.ge

25%-მდე ფასდაკლება პროდუქტებსა და სერვისზე - „თეგეტა“ ყოფილ თანამშრომლებზე ზრუნვის ახალ პროგრამას იწყებს. კომპანიის გადაწყვეტილებით ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში „თეგეტა ჰოლდინგში“ უმუშავიათ, შესაძლებლობა ექნებათ, „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური პირობებით ისარგებლონ. ახალი შეთავაზება ყოფილი თანამშრომლებისთვის იმავე ტიპის ბენეფიტებს მოიცავს, რომლებითაც ამჟამად მოქმედი თანამშრომლები სარგებლობენ.

პროგრამა ავტოსერვისსა და ავტოპროდუქტებზე გავრცელდება, მათ შორის საბურავებზე, აკუმულატორებზე, ავტონაწილებსა და ავტომობილის მოვლის საშუალებებზე. ყოფილი თანამშრომლები პროდუქტებსა და სერვისზე 20-დან 25%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება იმოქმედებს ერთიანად ან ეტაპობრივად განხორციელებულ, ჯამში, 2 500 ლარამდე ღირებულების შენაძენზე. აღნიშნული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ 4 000 ლარამდე დანახარჯზე ფასდაკლება 10%-მდე შემცირდება. 4 000 ლარის შემდეგ კი მომხმარებლები სტანდარტული პირობებით ისარგებლებენ.

ინიციატივა მხოლოდ კომერციული შეთავაზება არ არის და ის პირდაპირ უკავშირდება „თეგეტას“ კორპორაციულ კულტურას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადამიანებზე ზრუნვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაა.

ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თანამშრომლებზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ეს პროგრამაც თანამშრომლებისთვის მხარდაჭერის მიზნით შევქმენით. უკვე მრავალი წელია, „თეგეტაში“ მუშაობა განსაკუთრებულ გამოცდილებად მიიჩნევა. ეს არის გარემო, სადაც ადამიანები პროფესიულად იზრდებიან და საერთო წარმატებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

4 000 ლარი დღევანდელი ფასებით, საშუალო სტატისტიკურად, ერთი ავტომობილის წლიური მოვლის სრულ ხარჯს უტოლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში თავიანთი ავტომობილების ფინანსურად ხელსაყრელ პირობებში მოვლის შესაძლებლობას იღებენ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში აქ უმუშავიათ, კვლავ იგრძნონ, რომ კომპანიას ეს შრომა ახსოვს, აფასებს და თითოეული მათგანი კვლავაც ღირებულია. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს შეთავაზება - მადლიერებისა და ზრუნვის ნიშნად, რათა მათ კომპანიასთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, „თეგეტელობის“ განცდა შეინარჩუნონ. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს კომპანიასა და ადამიანებს შორის“.

პროგრამაში ჩართვა სპეციალური ბაზის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელიც კომპანიის HR დეპარტამენტს აქვს მომზადებული და სადაც წლების განმავლობაში დასაქმებული თანამშრომლების მონაცემებია დაცული.

ამ ეტაპზე შეთავაზება მხოლოდ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ადგილზე მისვლისას იმოქმედებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ინიციატივა, პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • სკოტ ბესენტი: ირანის წინააღმდეგ ისეთ ზომებს გავატარებთ, როგორიც აქამდე არცერთი ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციის ისტორიაში არ ყოფილაიმედი
  • უნგრეთის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ანდრაშ ბაკა აირჩიესფორმულა
  • "ბარამიძის განცხადება შემთხვევითი წამოცდენა არ ყოფილა" - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • რუსეთში დრონის მწარმოებელი ფირმის ახლანდელი და ყოფილი დირექტორები დააკავესტვ პირველი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

ხვალ, საქართველოში ინდოეთის საელჩო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს გამართავს

ხვალ, საქართველოში ინდოეთის საელჩო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს გამართავს

BM.GE

"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე

"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე

BM.GE

"რომ გითხრათ ეს კონტრაქტორი საუკეთესოა-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის" - მინისტრი ქვეშეთი-კობის პროექტზე

"რომ გითხრათ ეს კონტრაქტორი საუკეთესოა-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის" - მინისტრი ქვეშეთი-კობის პროექტზე

BM.GE

ჯანმრთელობის დაცვა თუ შავი ბაზრის გაძლიერება? ნიკოტინის დაბეგვრის დილემა - Cato Institute ფისკალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებზე

ჯანმრთელობის დაცვა თუ შავი ბაზრის გაძლიერება? ნიკოტინის დაბეგვრის დილემა - Cato Institute ფისკალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებზე

BM.GE