მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურული გამოწვევები და საზოგადოებრივი სერვისების ნაკლებობაა" - რა პრობლემებია წყალტუბოში?
"ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურული გამოწვევები და საზოგადოებრივი სერვისების ნაკლებობაა" - რა პრობლემებია წყალტუბოში?

"ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურული გამოწვევები და საზოგადოებრივი სერვისების ნაკლებობაა" - რა პრობლემებია წყალტუბოში?

BM.GE8 ნოემბერი, 2026, 15:07|bm.ge

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ დღესდღეობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არაერთი გამოწვევაა.

როგორც თეონა ქობულაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამოწვევაა როგორც არასათანადო ინფრასტრუქტურა, ასევე საზოგადოებრივი სერვისების ნაკლებობა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ინტერნეტთან წვდომაც არ აქვს, ასევე ადგილზე არაა მუნიციპალური ტრანსპორტი.

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია, 42 სოფელია და გეოგრაფიულად საკმაოდ რთული მდებარეობა აქვს. რიგ შემთხვევაში, სოფლების უმრავლესობას უფრო უკეთესი წვდომა აქვს, მაგალითად, ჩვენს მეზობელ დიდ ქალაქთან, ქუთაისთან, ვიდრე, ვიდრე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრთან.

მაღალმთიან და გარშემო სოფლებში არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევებიც, ასევე კომუნიკაციების გამოწვევები. ჩვენს მუნიციპალიტეტში 11 მაღალმთიანი სოფელია, მათ არ აქვთ ოპტიკურ ინტერნეტთან წვდომა, ასევე არ გვაქვს მუნიციპალური ტრანსპორტი. მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლისთვის სხვა საყოფაცხოვრებო სერვისებიც შეზღუდულია.

ეს ალბათ გეოგრაფიული მდებარეობიდანაც გამომდინარეობს, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობაც გარკვეულ გამოწვევებს ქმნის, რომ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები სწრაფად გადაიჭრას. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება დავასახელოთ ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების, საზოგადოებრივი სერვისის ნაკლებობა ზოგიერთ სოფელში.

გარდა ამისა, ტურისტებთან მიმართებაში გამოწვევაა გასართობი, დასასვენებელი, შემეცნებითი სერვისების არარსებობა თუნდაც ქალაქში. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი თავის მხრივ გარკვეულ სერვისებს ქმნის, მაგრამ ეს არ არის იმდენად საინტერესო, როდესაც მიგრაციაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შენარჩუნება და ახალგაზრდებისთვის არ არის საინტერესო ცხოვრება ჩვენს მუნიციპალიტეტში”, - განაცხადა თეონა ქობულაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE