მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Binance-იდან $6.3 მილიარდის მოპარვაში FBI ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს
Binance-იდან $6.3 მილიარდის მოპარვაში FBI ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს

Binance-იდან $6.3 მილიარდის მოპარვაში FBI ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს

BM.GE1 ნოემბერი, 2026, 15:20|bm.ge

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-იდან $6.3 მილიარდის ღირებულების ვირტუალური აქტივების ქურდობაში ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი დაადანაშაულა.

უწყების ცნობით, ჩრდილოეთკორეელმა ჰაკერებმა მოპარული თანხების გათეთრება დაიწყეს და ის ძირითადად კრიპტოვალუტა Ethereum-ში გადაიყვანეს. FBI-ის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ აქტივების გათეთრების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

გამოძიების ფედერალური ბიურო ოპერაციას კონკრეტულად ჰაკერულ ჯგუფ TraderTraitor-ს მიაწერს. ეს ის ჯგუფია, რომელსაც გასული წლის თებერვალში პლატფორმა Bybit-იდან $1.5 მილიარდის მოპარვაშიც ედება ბრალი.

უწყება მოუწოდებს ვირტუალური აქტივების პროვაიდერებს, დაბლოკონ ის ტრანზაქციები, რომლებიც ამ უკანონო ოპერაციაში გამოიყენება და პარალელურად აქვეყნებს იმ ციფრულ მისამართებს, რომლებსაც კომპანიებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

მომხდარს გამოეხმაურა თავად Binance-იც. ბირჟის განცხადებით, მათ უკვე ჩაანაცვლეს მოპარული თანხის 90% საკუთარი რეზერვების ხარჯზე, ხოლო დარჩენილი 10% შედარებით ნაკლებლიკვიდურ ტოკენებს მოიცავს, რასაც გამოსასყიდად მეტი დრო დასჭირდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ დარჩენილი აქტივების ყიდვას, სანამ დაფარვის მაჩვენებელი 100%-ს არ მიაღწევს. ფინანსურ ზარალს Binance აიღებს საკუთარ თავზე და არა მომხმარებლები“, - აცხადებს კომპანია X-ზე.

ტოკენების გამოსასყიდად კომპანიამ გამოიყენა მომხმარებელთა უსაფრთხოების $1-მილიარდიანი ფონდი, რომელიც უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევებისთვის ბიტკოინის რეზერვის სახით არსებობს, ასევე ფიუჩერსების დაზღვევის ფონდი და კომპანიის კორპორაციული ბიუჯეტი.

მოვლენების ფონზე კრიპტოვალუტების ფასები შემცირდა, თუმცა მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა მომხმარებლებს არწმუნებს, რომ მათი ფინანსები უსაფრთხოდაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

BM.GE

აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

BM.GE

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

BM.GE

"გვინდა, ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული სამზარეულო პოპულარულია" - Food Balls Georgia-ს გეგმები

"გვინდა, ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული სამზარეულო პოპულარულია" - Food Balls Georgia-ს გეგმები

BM.GE