მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გვინდა, ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული სამზარეულო პოპულარულია" - Food Balls Georgia-ს გეგმები
"გვინდა, ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული სამზარეულო პოპულარულია" - Food Balls Georgia-ს გეგმები

"გვინდა, ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული სამზარეულო პოპულარულია" - Food Balls Georgia-ს გეგმები

BM.GE1 ნოემბერი, 2026, 15:06|bm.ge

ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციისა და „გაფასტუფუდების“ კონცეფციით შექმნილი კომპანია Food Balls Georgia განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

ქათმის ბურთულა კიევურად, ლობიოს ბურთულა, ღომის და ყველის ბურთულა, ქათამი შქმერულად, ქათმის ცხარე ბურთულა - ეს არის იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალი, რომელიც Food Balls Georgia-ს საწარმოში მზადდება. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს გრილ დესერტ „ფელამოჩსაც“ სთავაზობს.

სტარტაპი, რომელმაც წარმოებაში უკვე 800 000–900 000 აშშ დოლარის ჯამური ინვესტიცია ჩადო და 21 ადამიან ასაქმებს, ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებასთან ერთად, საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

BMG-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მორდეხაშვილმა ბრენდის სამომავლო გაფართოების 3 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება დაასახელა.

პირველი პრიორიტეტი არსებული რითეილ ქსელის გაზრდა და თითოეულ ობიექტზე გაყიდვების გააქტიურებაა. ამ ეტაპზე პროდუქცია თბილისსა და ბათუმში 100-ზე მეტ სავაჭრო წერტილშია წარმოდგენილი, თუმცა კომპანია მასშტაბურ ზრდას გეგმავს.

"პირველი მიმართულება, რა თქმა უნდა, არსებული ქსელის გაყიდვების წერტილების გაფართოება და თითოეულ ობიექტზე გაყიდვების გაზრდაა. ამისთვის პარტნიორ სააგენტოსთან ერთად ეფექტურ მარკეტინგულ კამპანიას ვახორციელებთ, რამაც ბოლო ორ თვეში 25%-იანი ზრდა მოგვიტანა. ჩვენი მიზანია, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში 1000 სავაჭრო წერტილამდე ავიდეთ“, - აცხადებს გიორგი მორდეხაშვილი.

Food Balls Georgia-ს მეორე სტრატეგიული პრიორიტეტი საგარეო ბაზრებზე გასვლაა. როგორც დამფუძნებელმა “წერტილში” თქვა, კომპანია ამჟამად აქტიურად ემზადება შესაბამისი სერტიფიცირებისა და დოკუმენტაციის მოსამზადებლად. საექსპორტო გეოგრაფია მოიცავს იმ ქვეყნებს, სადაც ქართული სამზარეულო უკვე სარგებლობს პოპულარობით.

„მეორე მიმართულება არის ექსპორტი, რისთვისაც უკვე ვემზადებით - ვამზადებთ დოკუმენტაციასა და სერტიფიკაციას. რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საიდანაც შემიძლია დავასახელო დუბაი და ისრაელი, სადაც საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. ასევე ინტერესია დსთ-ის რამდენიმე ქვეყანაშიც, რა თქმა უნდა, რუსეთის გარდა. გვინდა, ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, სადაც ქართული კერძები იციან და ქართული სამზარეულო უკვე პოპულარულია“, - ამბობს Food Balls Georgia-ს დამფუძნებელი.

კომპანიის მესამე სტრატეგიული მიმართულება კი HoReCa (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საწყის ეტაპზე საკუთარი კვების ობიექტების ქსელის გახსნაზე უარი თქვა, ნახევარფაბრიკატებით ბარებსა და კაფეებს ახლაც ამარაგებს.

"არ ვეშვებით ამ იდეას - უკვე ვაწვდით რამდენიმე ობიექტს ჩვენს ბურთულებს. ეს საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა ბარებისა და კაფეებისთვის - ისინი იღებენ ჩვენს ნახევარფაბრიკატს და ადგილზე ამზადებენ, რაც მათთვის ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია”, - განმარტავს გიორგი მორდეხაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

BM.GE

აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

BM.GE

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

BM.GE

Binance-იდან $6.3 მილიარდის მოპარვაში FBI ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს

Binance-იდან $6.3 მილიარდის მოპარვაში FBI ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს

BM.GE