მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Binance-ის პლატფორმიდან ირანში $1.7 მილიარდის გადარიცხვის ფაქტი გამოვლინდა
Binance-ის პლატფორმიდან ირანში $1.7 მილიარდის გადარიცხვის ფაქტი გამოვლინდა

Binance-ის პლატფორმიდან ირანში $1.7 მილიარდის გადარიცხვის ფაქტი გამოვლინდა

BM.GE24 მაისი, 2026, 20:43|bm.ge

ცნობილი კრიპტობირჟის, Binance-ის შიდა გამომძიებლებმა პლატფორმაზე სავარაუდო სამართალდარღვევის ახალი ფაქტები აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟიდან ირანულ სუბიექტებთან, მათ შორის ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ ანგარიშებზე $1.7 მილიარდი გადაირიცხა.

The New York Times-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, ირანის მოქალაქეებმა ბირჟის 1,500-ზე მეტ ანგარიშზე მოიპოვეს წვდომა. პარალელურად, გამოძიებამ გამოავლინა Hexa Whale-ი, რომელმაც ირანში $490 მილიონი გადარიცხა. როგორც გაირკვა, ეს თანხები იემენელ ჰუსიტებს ხმარდებოდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ Binance-მა ყველა დასახელებული ანგარიში დაბლოკა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შიდა მოკვლევის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში Binance-მა სამსახურიდან ოთხი გამომძიებელი დაითხოვა. კომპანიამ მიზეზად კლიენტების კონფიდენციალური მონაცემების დამუშავების წესების დარღვევა დაასახელა. ამასთან, ბოლო პერიოდში ბირჟის დატოვება მოუწიათ სანქციების მართვის მენეჯერსა და კორპორატიული შესაბამისობის გუნდის ხელმძღვანელსაც, რომლებზეც კომპანიას ასევე აქვს ეჭვი. Binance-ის წარმომადგენლის, რეიჩელ კონლანის განცხადებით, იურისტებმა მოპოვებული მასალები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს უკვე გადასცეს.

რაც შეეხება თაღლითური სქემის დეტალებს, როგორც ირკვევა, ირანული მხარე ჰონკონგში მოქმედ კომპანია Blessed Trust-ს იყენებდა. ეს ორგანიზაცია Binance-ის პარტნიორად მუშაობდა და კრიპტოვალუტის ფიატურ ვალუტაში კონვერტაციას უზრუნველყოფდა. გამოძიების თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კომპანიის ანგარიშიდან ირანთან დაკავშირებულ მისამართებზე $1.2 მილიარდი გადაირიცხა. შიდა გამოძიებამ ეს ციფრული საფულეები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს მიაკუთვნა. თავის მხრივ, კომპანია Blessed Trust-ის დირექტორმა ლეუნ კა კუიმ სანქციების განზრახ დარღვევის ფაქტი კატეგორიულად უარყო, თუმცა დამატებით კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.

ცნობისთვის, კომპანია Binance-მა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი 2023 წელსაც აღიარა. მაშინ ბირჟამ ამერიკულ მხარესთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე $4.3 მილიარდის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა. სასამართლო მასალების მიხედვით, პლატფორმა ირანის მოქალაქეებს $900 მილიონის მოცულობის ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას აძლევდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE